წვნიანი კიტრითა და ქერით

სლავურ სამზარეულოში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წვნიანია. ყველაზე ხშირად მას ამზადებენ ბოსტნეულისა და ბურღულისგან, ამატებენ მჟავე კიტრის მწნილს. ზოგიერთი დიასახლისი სოკოსაც უმატებს. საინტერესოა, რომ ორიგინალურ რეცეპტში იყო მოხარშული ჭარხალიც. ზოგადად, ამ კერძს მრავალფეროვანი რეცეპტი აქვს.

ჩვენ მოგიმზადეთ ამ წვნიანის ყველაზე მარტივი რეცეპტი, რომელსაც ნაზი გემო და სასიამოვნო სიმჟავე აქვს. ასევე კერძი არის სამარხვო. ისინი, ვისაც სურს, რომ უფრო ნოყიერი გამოვიდეს, უმატებენ საქონლის ხორცს. ძალიან გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები 

  • 70 გ ქერის ბურღული
  • 5 ცალი კარტოფილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 50 მლ ტომატის წვენი
  • 5 ცალი მჟავე კიტრი
  • 100 მლ კიტრის მწნილის წვენი
  • შავი პილპილი, მარილი და მწვანილი – გემოვნებით
  • ერთი ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. მოხარშვამდე 2 საათით ადრე ქერი წყალში ჩაალბეთ, ეს მის გემოს გააუმჯობესებს და თან უფრო სწრაფად მოიხარშება.
  2. ამ დროს გავლის შემდეგ ქერს დაასხით წყალი. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სქელი გინდათ გამოვიდეს სუფი. დადგით წყლიანი ქერი ცეცხლზე.
  3. დაჭერით ხახვი კუბებად, გახეხეთ სტაფილო, მოშუშეთ ისინი ზეთში და დაამატეთ ტომატის წვენი.
  4. დაჭერით კიტრი, ჩაამატეთ ტაფაში და აურიეთ. შემდეგ რამდენიმე წუტში გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.
  5. გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი პატარა კუბებად, ჩაყარეთ ისინი ქერიან წყალში, ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
  6. მოშუშული მასა ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ კიტრის მწნილის წვენი და დაფნის ფოთოლი. ეს უკანასკნელი სუფრის მომზადების შემდეგ ამოიღეთ წვნიანის ქვაბიდან, შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი და ხარშეთ კიდევ 7-10 წუთის განმავლობაში.

გემრიელი კერძი მზად არის. სუფი სუფრასთან მიიტანეთ არაჟნით, მოუხდება ახალი პურის მიტანებაც. გემრიელად მიირთვით!

კერძის გასინჯვის შემდეგ სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩებიან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებს!