სწორი კვების რაციონი

თუ სერიოზულად აპირებთ წონის დაკლებას, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტის მომზადება მოგიწევთ თავად. ჩვენ თქვენთვიის რაციონის მაგალითი შევადგინეთ, რომელშიც კერძები მარტივად მზადდება და გემრიელი გამოდის.

აუცილებელი არ არის მუდმივად დიეტაზე ყოფნა, მთავარია კვების სწორი რეჟიმის დაცვა. ეს რთული არ არის, მთავარია ჩვევაში გადავზარდოთ.

სწორი კვება გახდომისთვის

1. უზმოზე ლიმონიანი წყლის სარგებლობის შესახებ ჩვენ არაეთხელ დაგვიწერია. ვინც ამას არ აკეთებს, შეუძლია დაიწყოს უბრალო, ანადუღარი წყლის ერთი ჭიქით. როცა ეს ჩვევაში გადაგივათ, წყალს დაამატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი, თუკი კუჭის პრობლემა არ გაქვთ. ასევე გამოიმუშავეთ ჩვევა – წყალი დალიოთ ჭამამდე 40 წუთით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

2. ისაუზმეთ ერთსა და იმავე დროს 8:00-9:00მდე შუალედში

იდეალური საუზმის მაგალითია: შვრია წყალზე. შეგიძლიათ დაამატოთ კაკალი, დარიჩინი, თაფლი. ეს კერძი მოგცემთ ენერგიას და სასარგებლო ნივთიერებებით აგავსებთ, რაც ფრჩხილების, კანისა და თმისთვისაა კარგი.

3. წახემსება 10:30დან 11:30მდე

ახალი ან გამომცხვარი ვაშლი თაფლითა და დარიჩინით, ცოტა უცხიმო ხაჭო ან ნატურალური იოგურტი.

4. არ გადადოთ სადილი შემდეგისთვის. დრო – 12:00–13:30

პირველად მიიღეთ მსუბუქი სუფი ბროკოლით ან სატაცურით. სადილზე შეგიძლიათ რთული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მირთმევა. მაკარონი ბოსტნეულით, წიწიბურა ქათმის ფილეთი, ინდაურის ხორცით, ბოსტნეული – გამომცხვარი ან მოთუშული. სადილის მთავარი წესებია არანაირი შემწვარი პროდუქტი და მარილი მინიმალურად.

5. საღამოს წახემსება 14:00–16:00მდე

ხილის სალათა და ორცხობილა, ან შემწვარი კვერცხი მსხვილად დაღერღილ კარაქწასმულ ხორბლის პურთან ერთად, თუ გსურთ იყოთ ლამაზი და ჯანმრთელი, სრულად არ გამორიცხოთ რაციონიდან ყველა ცხიმი.

არ დაგავიწყდეთ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ წყლის სმა.

6. ვახშმისთვის იდეალური დროა 17:30-19:00

ის, რომ 18:00 საათის შემდეგ არ უნდა ჭამოთ, მითია, ფიგურისთვის შიმშილი უფრო სახიფათოა. ვახშამს ძალიან უხდება ცილების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები: უცხიმო თევზი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ხაჭო, ქათმის ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულის გარნირით.

საღამოს საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დგება საუკეთესო დრო ვარჯიშისთვის. აუზი, ტრენაჟორები, სირბილი, სეირნობა, ველოსიპედით სიარული. შეარჩიეთ ერთ-ერთი.

სპორტით დაკავების შემდეგ სასარგებლოა ნახშირწყლოვანი კოქტეილის მირთმევა. შეურიეთ რძეს ბანანი, ან მარწყვი, ჟოლო.. ასეთი სასმელი ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმის დაწვას. ძილამდე 2-3 საათით ადრე ჭამა არ შეიძლება.

მსუბუქი და მრავალჯერადი კვების წყალობით, შიმშილი არ შემოგიტევთ და დაიკლებთ რამდენიმე კილოგრამს.

შეითვისეთ ცხოვრების ჯანსაღი ნირი. უფრო ადვილია, დაიწყოთ კომპანიურად, მეგობრებთან ერთად, ასე რომ, გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მათ, რათა თავადაც სცადონ იგივე!