როგორ მოვიყვანოთ და გავზარდოთ მსხვილი კარტოფილი?

მოვიდა ხვნა-თესვის დრო. კარტოფილის დათესვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მოიცავს ფიზიკურ მომზადებასა და გამძლეობას. ამიტომ, საწყენია, როდესაც დიდი შრომისა და ჯაფის შედეგად მოსავალი სასურველი არ არის, ისეთი ვერ გამოდის, როგორიც გვსურდა.

ჩვენ გთავაზობთ დახმარებას ამ საკითხში. თქვენთვის შევაგროვეთ გამოცდილი მებოსტნეების ყველაზე საქმიანი რჩევები. იმისათვის, რომ ,,თხილის” ნაცვლად მივიღოთ მსხვილი ნაყოფი, ცოტა უნდა ვიეშმაკოთ და გავაკეთოთ რამდენიმე მარტივი მანიპულაცია კარტოფილის თესვის პროცესში.

კარტოფილის დათესვისა და მოვლის წესები

1. დასათესი მასალის გამყიდველები გვთავაზობენ მსხვილ ნაყოფს, თითქოს მოსავალიც ასეთი მსხვილი გამოვა. რეალურად კი, უკუპროცესი მიმდინარეობს: რაც უფრო მცირეა დასათესი კარტოფილის ზომა, უფრო მსხვილ ნაყოფს ამოიღებთ შემოდგომით. დარგით მხოლოდ საშუალო ზომის კარტოფილი.

2. ჩვენ ნატურალური სასუქის მომხრეები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ის კარტოფილის გემოზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ გამოიყენეთ გამოცდილი წარმოების ქიმიური საშუალებები.

3. კარტოფილის დათესვის სიღრმე ნიადაგის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. თიხიანი გრუნტის შემთხვევაში, უნდა მოხდეს 5-6 სანტიმეტრის სიღრმეზე დათესვა. ტორფიანი გრუნტის დროს კი – 10 სანტიმეტრისა და უფრო მეტის სიღრმეზე. მნიშვნელოვანია, რომ მთელი კვალის გასწვრივ, სიღრმე იყოს ერთნაირი.

4. კარტოფილის გემოს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ერთი არაეშმაკური ფანდი: მსუბუქად გადატეხეთ ნაყოფის ღეროები გაყვავილებიდან 1-2 კვირის შემდეგ. ამ მეთოდით კარტოფილის ყველა კვებითი ნივთიერება წავა ბოლქვებში.

5. ფიტოფტოროზის თავიდან ასაცილებლად, დარგვის წინ, კარტოფილი დაამუშავეთ ბორდოს ხსნარით. ამ პრეპარატით ასევე კარგია, ზრდის დასაწყისში, ღეროების დამუშავება.

6. კარტოფილი კარგად მეზობლობს პირშუშხასთან, კალენდულასთან და სხვა არომატულ ბალახებთან. რაც შეეხება მზესუმზირას, იგი უარყოფითად მოქმედებს კარტოფილის ზრდაზე. დანათესის კვალის გასწვრივ კარგია, მაგალითად, ქინძის დათესვა. ის შეაშინებს კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მწერებს.

მებაღეების გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს! მიჰყევით ამ რჩევას და უკმაყოფილონი არ დარჩებით. გაუზიარეთ სტატია ყველას, ვინც დაინტერესებულია მიწასთან მუშაობით!