რატომ არის აუცილებელი რეგულარულად გამოიყენოთ ღორის მუცლის ქონი?

ღორის მუცლის ქონი უნიკალური სოფლური პროდუქტია, რომელიც ფასდება მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს მიერ. მას არამხოლოდ სარგებლიანობისა და კალორიულობის მხრივ აფასებენ, არამედ ნეიტრალური გემოსა და სუნისთვისაც. შესაბამისად კულინარიაში წარმატებით იყენებენ.

დღეს მოგიყვებით ღორის მუცლის ქონის სარგებელზე.

გამდნარი ქონი (სალა)

როგორც ყველა სხვა პროდუქტი, მისი შეძენაც შეგიძლიათ მაღაზიაში, თუმცა სახლში გაკეთებულს სულ სხვა გემო აქვს. მომზადებისთვის იღებენ ჩვეულებრივ ღორის ქონსა და ცხიმს. რეცხავენ, ალბობენ 12 საათით და პერიოდულად უცვლიან წყალს.

ჩამბალ მასალას ჭრიან წვრილ ნაჭრებად და ადნობენ დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი სულ არ ამოორთქლდება. შემდეგ ასხამენ ქილებში და მჭიდროდ ახურებენ თავსახურს.

ღორის ქონს იყენებენ ხორცისა და ბოსტნეულის შესაწვავად, ამატებენ საკონდიტრო ნამცხვრებს, ასევე ისვამენ პურზე. შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი, წიწაკა, მწვანილი.

გამდნარი ღორის მუცლის ქონი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის შეიცავს B4 და E ვიტამინებს, ასევე სელენს. საძოვრებზე გაზრდილი ღორის ქონში არის დიდი რაოდენობით D ვიტამინი.

დიდი ხანია ღორის ქონს იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. მას ისვამდნენ დაავადებულ სახსრებზე, მკურნალობდნენ ეკზემას, გაციებას და სხვა დაავადებებს.

გამელოტებისას კანის პრობლემურ უბნებზე ისვამდნენ ღორის მუცლის ქონს, შემდეგ თბილი წყლით იბანდნენ. დროთა განმავლობაში თმა ნამდვილად იზრდებოდა.

სახსრების ტკივლისას ღორის ქონს იზელდნენ, იფარებდნენ პერგამენტის ქაღალდს და მთელი ღამე თბილად იხვევდნენ. თუკი ქონს თაფლს დაუმატებდნენ, მისი ეფექტი იზრდებოდა.

კოსმეტოლოგიაში ღორის მუცლის ქონს სახის გასაწმენდად იყენებენ, რათა აეცილებინათ ანთებითი პროცესები. ვიტამინი D კანის დაბერების პროცესს ანელებს. შველის სიმშრალეს და ანიჭებს სირბილეს და ხავერდოვნებას. ვიტამინი B4 აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას. ვიტამინი E ჭიმავს კანის საფარველს.

უბრალოდ შეიზილეთ ქონი კანზე 7-10 წუთი განმავლობაში. ფრთხილად წაისვით თვალის გარშემო, რათა არ მოგხვდეთ თვალის უპეებზე.

ჩვენი წინაპრები კარტოფილსა და კატლეტს წვავდნენ მხოლოდ ცხოველურ ცხიმზე და გაცილებით ნაკლებად აწუხებდათ გულ-სიხლძარღვთა დაავადებები. სამაგიეროდ ახლა, როცა ჩვენ ქებული მცენარეული ზეთებით ვსარგებლობთ, მსგავსი პრობლემები ყოველ მეორე ადამიანს ეხება.

ცხოველური ცხიმები იბრუნებს ძველ პოზიციებს, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ მათ შეუცვლელობას ორგანიზმისთვის. ასევე შინაური ღრის ქონი ძალიან ადვილი მოსამზადებელია. მთავარია ხარისხიანი ნედლეული შეარჩიოთ.

და მაინც, ექიმები არ იძლევიან მისი დიდი რაოდენობით მიღების რეკომენდაციას. განსაკუთრებით, ვისაც ღვიძლის პრობლემები აქვს. მაგრამ ზომიერად ეს პროდუქტი იმსახურებს ჩვენს სამზარეულოში არსებობას.