ორცხობილის ტორტი ,,ნუტელათი”, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

ბევრი დიასახლისი გიჟდება გემრიელობების გამოცხობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საქმისთვის ყოველთვის არ არის დრო. ამიტომ ახლობლების გახარება ისე ხშირად არ გამოგვდის, როგორც გვინდა.

შესანიშნავია, რომ არსებობს მარტივი რეცეპტები, რომელთა დახმარებითაც არაჩვეულებრივად გემრიელი დესერტის მომზადება სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი. სცადეთ გემრიელი ტორტის გამოცხობა ორცხობილებისგან, რომელსაც მომზადება არ სჭირდება. ამას არ ინანებთ!

ინგრედიენტები

500 გრამი ყველი ,,ფილადელფია” (ან სხვა რბილი ყველი)

250 გრამი ორცხობილა

400 გრამი ,,ნუტელა”

100 გრამი ნაღების კარაქი

მომზადება

1. აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ,,ნუტელას” პასტა კარაქს, შედგით მიკროტალღურში, საშუალო სიმძლავრეზე, სანამ გადნება.

2. ჩაალბეთ ორცხობილა წყალში. სჯობს, წყლის ნაცვლად რძე აიღოთ. დაანამცეცეთ. დაასხით ორცხობილას მიკროტალღური ღუმელიდან გამოღებული ,,ნუტელას” მასა. აურიეთ და შედგით მაცივარში.

3. დარჩენილი ნუტელა და ყველი ,,ფილადელფია” (ან ნებისმიერი რბილი ყველი) ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით. შედგით მასა მაცივარში.

4. გარკვეული დროის შემდეგ გამოიღეთ ტორტის ფუძე მაცივრიდან. ჩადეთ ის ფორმაში და გაასწორეთ ჭიქის დახმარებით.

5. ფუძეზე დადეთ ყველისა და შოკოლადის პასტის ნარევი, გაასწორეთ ზედაპირი. მოიცადეთ ცოტა, რათა გაუჯდეს მასა ტორტს.

6. დესერტი მზად არის. რბილი ყველისა და შოკოლადის ერთობლიობა შესანიშნავ გემოს იძლევა. ზემოდან ტორტი შეგიძლიათ მორთოთ ნიგვზით.

ეს ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, გახდება ნამდვილი ხსნა ნებისმიერი დიასახლისისთვის. შესანიშნავი რეცეპტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.

თუ მოგეწონებათ ეს ტკბილეული, რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ, დაე, მათაც შეაფასონ ეს ტკბილი საოცრება!