ქათმის ბარკლების მომზადება ცომში

თუ ქათამს ვამზადებთ, მხოლოდ მისი ბარკლებია გამორჩეული. ხორცის უხვი რაოდენობა და კანი, რომელიც შეწვისას იბრაწება – აი, ბარკლების ღირსება. გთავაზებთ მადისაღმძვრელი ქათმის ხორცს უნაზეს პიურეში. კერძი, რომელსაც ერთი ნახვით შეიყვარებთ!

ეს რეცეპტი გამოადგებათ დიასახლისებს, რომლებსაც უყვართ სტუმრების გაოცება. კერძი მოსწონთ ბავშვებსაც.

ქათმის ბარკლები კარტოფილთნ ერთად

ინგრედიენტები

  • 500 გრამი ფენოვანი ცომი
  • 300 გრამი ქამა სოკო
  • 700 გრამი კარტოფილი
  • 6 ცალი ბარკალი
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 50 მილილიტრი რძე
  • 30 გრამი კარაქი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით და მოხარშეთ. მზა კარტოფილი ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით. დაამატეთ რძე, კარაქი, მარილი.

2. წვრილად დაჭერით ხახვი, სოკოც გარეცხეთ და დაჭერით. ცხელ ტაფაში ჩაასხით ზეთი და სანახევროდ მოშუშეთ ხახვი. შემდეგ დაამატეთ სოკო და გააგრძელეთ შუშვა, მთელი სითხის აორთქლებამდე. სოკოს მასა პიურეს შეურიეთ.

3. ბარკლებს მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ზეთში დაბრაწვამდე – 10-15 წუთი.

4. სანამ ქათამი მზადდება, მაგიდაზე დაყრილ ფქვილზე გააბრტყელეთ ცომი, დაახლოებით სამ მილიმეტრამდე. დაჭერით ცომი კვადრატებად – 15×15. ცომის ჩამონაჭრები არ გადაყაროთ. ნარჩენები გააბრტყელეთ და ჩააწყვეთ თითოეული კვადრატის ძირზე, რათა ტომების ფსკერი გამოცხობისას არ გაიხეს.

5. თითოეული კვადრატის ცენტრში ჩადეთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილი. ვერტიკალურად ჩადეთ ბარკალი ძვლიანი ნაწილით ზემოთ. ცომის ნაპირები მოაგროვეთ ძვლის გარშემო და შეკარით ძაფით.

6. საცხობს დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ზედ ცომის ტომრები. ძვლებს შემოახვიეთ ფოლგა, რათა არ დაიწვას.

7. შეაწყეთ ბარკლები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. მომზადების შემდეგ, ცომს მოაცალეთ ძაფი, მოაშორეთ ფოლგა და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად იირთვით!

პიურეს ნაცვლად შეგიძლიათ ბოსტნეულის რაგუს ბალიში გამოიყენოთ, ოღონდ მინიმალური წვნიანობით, რათა შიგთავსმა ნაზი ცომი არ დააზიანოს.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!