ფუნთუშები კომბოსტოს შიგთავსით

მეგობრებო, თავიდანვე გაფრთხილებთ: არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს ფუნთუშები საღამოს. თუ ფიქრობთ, რომ საღამოს გამოაცხობთ და დილით ისაუზმებთ ჩაისთან ან ყავასთან ერთად, ცდებით! თქვენ, რა თქმა უნდა, მომზადების შემდეგ ერთის გასინჯვა მოგინდებათ, რათა შედეგი შეაფასოთ. შემდეგ კი ყველაფერი დაღუპულია, რადგან გაჩერებას ვეღარ შეძლებთ…

ზემოთქმული სერიოზულად არ მიიღოთ, თუმცა ასე შეგვიძლია შევაფასოთ ის ეფექტი, რასაც ახდენს კომბოსტოს ფუნთუშები ჩვენს გემოს რეცეპტორებზე. ცომი გამოდის ნაზი და ჰაეროვანი, შესაბამისად, ფუნთუშებიც ფუმფულაა და რბილი. ის უხდება როგორც საუზმეს, ასევე შუადღისა და საღამოს წახემსებებს.

რჩევა რედაქციისგან: შიგთავსი შეგიძლიათ მოამზადოთ 2-3 მოშუშული ხახვისა და რამდენიმე კბილი ნივრის დამატებით. კომბოსტო კარგად მეგობრობს კამასთანაც.

ინგრედიენტები

  • 500 გ თეთრი კომბოსტო
  • ერთი სუფრის კოვზი ზეთი
  • 100 გ კარაქი
  • 450 გ ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ორი ჩაის კოვზი მარილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • კვლიავი და სეზამის მარცვლები – გემოვნებით

მომზადება

1. კომბოსტო წვრილად დაჭერით და დაამარილეთ. დაამატეთ კვლიავი გემოვნებით. აურიეთ ერთმანეთში ხელით. ჩაყარეთ გაცხელებულ და ზეთიან ტაფაში. შუშეთ თავდახურული 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ცოტათი გააციეთ.

2. თბილ კომბოსტოს დაამატეთ კარაქი და არაჟანი. აურიეთ სრულ გადნობამდე. კომბოსტოს დააყარეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, დაამატეთ კვერცხიც. მოზილეთ რბილი ცომი.

3. მოზილეთ რბილი ცომი. ცომს ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი ან მანი და ასე გააბრტყელეთ ძეხვისებურად. დაჭერით ნაჭრებად, რომლებისგანაც ბურთულებს გააკეთებთ. ბურთულები გადაიტანეთ პერგამენტ გადაფარებულ საცხობზე, თითოეულ ფუნთუშას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ სეზამი.

4. გამოაცხვეთ ფუნთუშები 40-60 წუთით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

უჩვეულოდ რბილი ფუნთუშები შიგნიდან და ხრაშუნა ქერქი გარედან – ეს არის შესანიშნავი კომბოსტოს ფუნთუშები. გარწმუნებთ, მას არაერთხელ გამოაცხობთ.

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი მეგობრებს!