დაბალკალორიული ხილიანი დესერტის რეცეპტი

თუ ფიგურას უფრთხილდებით და ითვლით თითოეულ კალორიას, ეს რეცეპტი იდეალურია თქვენთვის – საუზმეზეცა და ვახშამზეც.

კალორიების თვლა წარმოადგენს გახდომის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს. როცა არ უნდა ჭამო – საღამოს თუ ღამე – ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მთავარი დღის განმავლობაში მიღებული კალორიებისა და დახარჯული ენერგიის რაოდენობა ხდება.

თუმცა, როცა ასეთ თვლას იწყებთ, უნდა გესმოდეთ, რამდენად კალორიული შეიძლება იყოს ერთი შეხედვით დიეტური კერძები, ამასთან საღამოს პერიოდშიც ხომ მოგინდებათ ტკბილეულის მიღება.

ამიტომ ჩვენ შესანიშნავი რეცეპტი ვიპოვეთ. ის შეიცავს ცოტა კალორიას და ამავდროულად უგემრიელესია! უბრალოდ ვერ მოსწყდებით.

დესერტი ჟელატინითა და ხილით

ეს საკმაოდ მარტივი რეცეპტია და ასევე ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის.

ინგრედიენტები

ორი დიდი ვაშლი

200 მილილიტრი ნატურალური იოგურტი

100 გრამი ხაჭო

10 გრამი ჟელატინი

მომზადება

1. გაჭერით ვაშლი შუაზე, კანი გახვრიტეთ რამდენიმე ადგილას და დადეთ განაჭერით დაბლა.

2. შედგით ვაშლი მიკროტალღურში ხუთი ან ექვსი წუთით. შეგიძლიათ ღუმელშიც შედოთ.

3. როცა ვაშლი გაცივდება, ფრთხილად მოაცილეთ კანი.

4. ვაშლის გამოცხობის შემდეგ დარჩება ბევრი წვენი, რომელშიც უნდა გახსნათ ჟელატინი. ამ წვენის შეცვლა წყლითაც შეიძლება. ჟელატინი კარგად რომ გაიხსნას, წვენი ოდნავ შეათმეთ.

5. ათქვიფეთ ხაჭო, იოგურტი და ვაშლი ბლენდერში.  ნელ-ნელა ჩაასხით მასში ჟელატინი, თან გააგრძელეთ თქვეფა.

6. ახლა შეგიძლიათ დესერტი გაყოთ ჭიქების მიხედვით და შედგათ მაცივარში ორი ან სამი საათით.

7. მორთეთ დესერტი კენკრით ან ბანანის ნაჭრებით.

ეს დესერტი ხაჭოთი და ჟელატინით იდეალური დანამატი იქნება არამხოლოდ სადღესასწაულო ვახშმისთვის, არამედ ჩვეულებრივი სადილისთვისაც. ის აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებსაც. ამ დესერტის ნაზი გემო გულგრილს არავის დატოვებს.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ფერადი ჟელეების რეცეპტსაც.

გაუზიარეთ ეს გემრიელი სტატია მეგობრებს. მათ აუცილებლად მოეწონებათ!