8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ ჩაი ყოველდღე. ინგლისელებს ტყუილად არ უყვართ ეს სასმელი.

დღეს ჩვენ მოჰიყვებით ჩაის შესახებ, მას შეუძლია თქვენი დაწყნარება, როცა მოდუნება გსურთ, ან შეუძლია გამოგაფხუზლოთ, თუკი დამატებითი ენერგია გჭირდებათ. რთულია ჩაის ყველა ღირსების ჩამოთვლა. ამგვარად გადავიდეთ ფაქტებზე.

რატომ უნდა ვსვათ ჩაი

1. ჩაის მომზადება უფრო ადვილია, ვიდრე ყავის

ყავის მოსამზადებლად ხშირად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, ზოგჯერ გვიწევს ყავის მარცვლების დაფქვა. რაც შეეხება ჩაის, აქ გვჭირდება მხოლოდ მდუღარე წყალი, ჩაი და ჭიქა. ყველაფერი მარტივია!

девушка развивает чай

2. მწვანე ჩაი დაგეხმარებათ ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებაში

მწვანე ჩაი სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის, რადგან ის აქვეითებს ძვლების ოსტეოპოროზულ გადატეხის რისკს.

мужчины пьют чай

3. არატკბილი შავი ჩაი დაგეხმარებათ პირიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში

თუ პირიდან ცუდ სუნს უჩივით, სვით შავი ჩაი. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ის შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ანელებს იმ ბაქტერიების წარმოქმნას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ.

заваренный чай

4. ჩინეთში ჩაი სასიცოცხლო აუცილებლობად ითვლება

ბრინჯთან, ზეთთან, მარილთან და ძმართან ერთად, ჩაი მიეკუთვნება იმ საკვებს, რის გარეშეც ჩინელი ადამიანი ერთ დღესაც ვერ გაძლებს.

чай наливают в чашку

5. ჩაის აქვს დამაწყნარებელი ეფექტი

ბალახის ჩაის აქვს დამაწყნარებელი და მომადუნებელი ეფექტი. მისი დიდი პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ ქიმიას არ შეიცავს წამლებისგან განსხვავებით.

женщина пьет чай

6. ჩაი დაგეხმარებათ სეზონური ალერგიის შემსუბუქებაში

თუ გაქვთ სეზონური ალერგია, დღე დაიწყეთ ჭინჭრის ჩაისთან ერთად. კვლევები აჩვენებს, რომ ამ მცენარის ფოთლები ამცირებს ალერგიის სიმპტომებს და ამსუბუქებს მათ.

мужчина пьет чай

7. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩაი წყალზე სასარგებლოა

ჩაის შეუძლია ორგანიზმი ისევე დაატენიანოს, როგორც ამას წყალი აკეთებს. ამ მხრივ მას შეუძლია წყლის ჩანაცვლება. ჩაის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტებიც, ამიტომ ის წყალზე სასარგებლოც გამოდის.

мужчина с чашкой

8. სადილის შემდგომი ჩაი. რაღა გვეთქმის?

ეს მოიგონეს იმიტომ, რომ შეემცირებინათ შუალედი სადილსა და ვახშამს შორის, მცირე ხემსის სახით.

мужчина пьет чай

შენ ისევ ყავას სვამ? ამ რვა მიზეზმა, წესით, უნდა დაგარწმუნოთ, რომ ჩაი ძალიან გემრიელი და სასარგებლო სასმელია, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს სურნელოვან მარცვლიან ყავას.

მოუყევით მეგობრებს ამ ღვთიური სასმელის სარგებლობის შესახებ!