ხაჭოს ფუნთუშები შიგთავსით

სახლის ფუნთუშები უგემრიელესია და, რაც მთავარია, ნატურალური. ისინი უხდება ნებისმიერ ჩაის, მისაყოლებლად.

დღეს გთავაზობთ ისეთ რეცეპტს, რომ დარწმუნდებით – ფუნთუშების საფუარისგან გამოცხობა როგორი მარტივი ყოფილა. ამას დამწყები კულინარიც შეძლებს, შედეგი კი ყველას გაახარებს.

საფუარიანი ფუნთუშები შიგთავსით

ბევრს ეშინია საფუარზე ცხობის, თუმცა რთული არაფერია. სამაგიეროდ ცომი გამოდის ფუმფულა და ნაზი.

ინგრედიენტები

  • 3-4 ჭიქა ფქვილი
  • ერთი ჭიქა რძე
  • 50 მლ ზეთი
  • ორი კვერცხი
  • ერთი სუფრის კოვზი შაქარი
  • ერთი ჩაის კოვზი მარილი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • ხაჭო – შიგთავსისთვის

მომზადება

1. ჩაასხით თასში რძე, ზეთი. ჩაყარეთ მარილი, შაქარი, დაამატეთ კვერცხის ორი ცილა და ერთი გული. მეორე გული დატოვეთ. აურიეთ კარგად.

2. დაამატეთ მასას ნაწილი ფქვილი და საფუარი, კვლავ კარგად აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი ფქვილიც. ზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, სანამ დრეკადი და ელასტიური მასა გამოვა.

3. ცომიან ჭურჭელს მოუსვით ზეთი, ჩადეთ მასში გამზადებული ცომი და დააფარეთ ჩაის ტილო. დადგით ერთი საათით. ამ დროში ცომი გაიზრდება დაახლოებით ორჯერ.

4. დაჩხვლიტეთ ცომი ზედმეტი ჰაერის გამოსაშვებად. დაამრგვალეთ პატარა ცომები.

5. რაც შეეხება შიგთავსს, თურქული ფუნთუშებისთვის იღებენ ადგილობრივ ხაჭოს, რომელსაც ჰქვია ,,ლორ პეიმირი”. თუმცა სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხაჭოც გამოიყენოთ. ტკბილი ფუნთუშისთვის თავად ცომში უნდა დაამატოთ 2,5ჯერ მეტი შაქარი.

6. გუნდები გააბრტყელეთ შესაბამის ფორმამდე, მოათავსეთ შუაგულში ცოტა შიგთავსი, ზემოდან ნაპირები დაუმაგრეთ და გააბრტყელეთ მომრგვალო ფორმამდე.

7. მოათავსეთ ფუნთუშები საცხობზე, რომელსაც ზეთი აქვს წასმული. ან საცხობზე პერგამენტი დააფინეთ. დატოვეთ სივრცე ფუნთუშებს შორის. დააფარეთ ტილო და დადგით სითბოში 15 წუთით.

8. როცა ბურთულები წამოიზრდება, მათ წაუსვით კვერცხის გული, რომელიც გახსნილი იქნება ერთ ჩაის კოვზ ზეთთან ერთად.

9. ფუნთუშები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

ფუნთუშები სუფრასთან მიიტანეთ თბილი, ამისთვის, გამოცხობის შემდეგ დააფარეთ ჩაის ტილო.

გაუზიარეთ გემრიელი და ფუმფულა სტატია მეგობრებს, რათა მათაც სცადონ ფუნთუშების გამოცხობა!