ხაჭოს ნამცხვარი შოკოლადის შიგთავსით

კლასიკური ხაჭოს ნამცხვარი ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილია. მზრუნველმა დედებმა იცოდნენ, რომ ხაჭო ძალიან სასარგებლოა. პირველად ხაჭოსგან კერძების დამზადება ძველ რომში დაიწყეს. რომაელები ხაჭოს ურევდნენ რძეში, თაფლში ან ღვინოში.

თავიდან ხაჭოს ნამცხვარს მარტივი რეცეპტურა ჰქონდა, მაგრამ თანდათან სხვადასხვა ვარიაცია გაჩნდა. მას ამზადებენ კენკრით, მაგარი ყველით, ხილით. არსებობს ხაჭოს ნამცხვრების გასამრავალფეროვნებელი სხვადასხვა საშუალება. ერთ-ერთი მათგანი არის შოკოლადის ნატეხის მოთავსება ცომში. ასე დაუჯერებლად გემრიელ დესერტს მიიღებთ, რომელზეც არც უფროსი იტყვის უარს და, რა თქმა უნდა, არც ბავშვი.

ინგრედიენტები

500 გრამი ხაჭო

ერთი ჭიქა ფქვილი

ორი ცალი კვერცხი

50 გრამი რძიანი შოკოლადი

ორი სუფრის კოვზი შაქარი

ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ჩაჭყლიტეთ ხაჭო ჩანგლით, ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, მიამატეთ ნარევი ხაჭოს და მანდვე ჩაყარეთ ფქვილი და ცოტა მარილი.
  2. კარგად აურიეთ ცომი, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  3. გააკეთეთ ცომისგან პატარა ფორფიტები და მათ შუაგულში ჩადეთ პატარა ფირფიტები. ცომის კიდეები შეკარით ისე, რომ შოკოლადი შიგნით აღმოჩნდეს.
  4. გაახურეთ ტაფა და შეწვით ხაჭოს ნამცხვარი ზეთში, ოქროსფერის მიღებამდე.

ამ რეცეპტით ხაჭოს ნამცხვარი გამოდის ნაზი და ტკბილი. როცა გამდნარი შოკოლადი პირის ღრუში ჩაგეღვრებათ, განუმეორებელი შეგრძნება დაგეუფლებათ.

გაუზიარეთ ეს ტკბილი რეცეპტი მეგობრებს!