იმისგან დამოუკიდებლად, ვანიჭებთ თუ არა ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეცნობიერი ზუსტად განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს და თუ რას წარმოვადგენთ მოცემულ მომენტში. მისი მოტყუება ან გარკვეული კომპრომისის პოვნა შეუძლებელია. თვალებით აღვიქვამთ სრულ სურათს, ხოლო ქვეცნობიერი არჩევს პრიორიტეტულ დეტალებს. ზუსტად ეს დეტალები მეტყველებს იმაზე, თუ რას ვგრძნობთ მოცემულ მომენტში და რა გვაწუხებს ყველაზე მეტად.
სწორედ ამის გასარკვევად გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო ტესტს.
შეხედეთ სურათს და დააკვირდით რას დაინახავთ პირველად.
1. ავაზები

თუ პირველ რიგში ავაზები დაინახეთ, მაშინ თქვენი სტრესული მდგომარეობის მთავარი მიზეზი პირადი ურთიერთობებია. თქვენ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან კავშირს კარგავთ და ხშირად გაურკვეველია თუ საით მიდის ეს ურთიერთობა. გაიხსენეთ ამ რომანის პირველი დღეები და გრძნობა. შესაძლოა უბრალოდ პარტნიორთან დალაპარაკება გჭირდებათ და გარკვევა თუ რა გაწუხებთ. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაზე სწორი გზაა – კომუნიკაცია ალაგებს მოცემულ არეულობას და აგვარებს პრობლემებს.
2. ლომები

თუ პირველად ლომები დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ვერ უმკლავდებით ყოველდღიურობას. თქვენ იმდენად ხართ სხვებზე ზრუნვით დაკავებული, რომ საკუთარი თავი დაივიწყეთ. ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ფიქრობენ, რომ იმდენად ძლიერი ხართ, ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გადაიტანთ და გაუმკლავდებით. მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ და ნებისმიერი სიტუაცია უკანასკნელი წვეთი შეიძლება აღმოჩნდეს. არაფერია იმაში ცუდი თუ ზოგჯერ ეგოისტი იქნებით და საკუთარ თავსაც დაუთმობთ დროს.
3. ზებრები

თუ პირველად ზებრები მოგხვდათ თვალში, თქვენი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე თქვენი პირადი ან რაომელიმე ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ფიქრია. ასეთი რამ ხშირად სასარგებლოც არის, რადგან სწორედ ეს გრძნობა გვიბიძგებს ხშირად ცხოვრების ჯანმრთელი წესისკენ. მაგრამ თუ ეს აკვიატებულ იდეად იქცევა, ეს შეიძლება სერიოზული პრობლემაც კი გახდეს. არ აქვს აზრი იმაზე ნერვიულობას, რასაც ისედაც ვერ შეცვლით, ამიტომ მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით.
4. ჟირაფები

თუ პირველი ჟირაფები დაინახეთ, ამ ეტაპზე თქვენი მთავარი საფიქრალი სამსახური და ფინანსური უზრუნველყოფა ყოფილა.
5. ცისფერი თუთიყუში

თუ პირველ რიგში ცისფერი თუთიყუში მოგხვდათ თვალში, ეს ნიშნავს, რომ ბოლო დროს მარტოსულად და დაკარგულად გრძნობთ თავს. დღევანდელ დღეს ურთიერთობების უმეტესობა ელექტრონული გზით ხდება, რასაც ხშირად ამ გრძნობამდე მივყავართ. ზოგიერთი ადამიანი ამ დროს თავს იზოლირებულად გრძნობს და უკეთესი იქნება თუ მეტ დროს რეალურ (იგულისხმება ადამიანებთან შეხვედრა და არა მიწერ-მოწერა) ურთიერთობებს დაუთმობთ.
6. ფრინველები

თუ პირველი წინა პლანზე მყოფი ფრინველები შენიშნეთ, გარკვეულ წილად თქვენც მარტო გრძნობთ თავს. თქვენი ფარული სურვილია ვინმეს მოიყვეთ საკუთარ გრძნობებზე, მაგრამ გეშინიათ, სხვებისთის ისინი იმდენად უმნიშვნელო არ აღმოჩნდეს, რომ შესაძლოა სხვას არ დააინტერესოს. ნუ დამალავთ გრძნობებს, ესაუბრეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ამაზე, რადგან ის რაც გაწუხებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ მთელი ცხოვრება ცდილობდით სხვებისგან დამოუკიდებელი ყოფილიყავით, რის გამოც მეგობრები ვეღარც აღიქვამენ, რომ ამ მომენტში სწორედ ისინი გჭირდებათ. თუ სხვას თქვენი გრძნობების შესახებ გაუზიარებთ, არ ნიშნავს რომ სისუსტეს ავლენთ.