ყველის სუფ-პიურე ქათამის ფილეთი

ცხელი სახლის სუფის ერთი მათლაფა – ზოგჯერ ზუსტად ის არის, რაც სრული ბედნიერებისთვის გვჭირდება. ჩვეულებრივი სუფის ღირსეული ალტერნატივაა სუფ-პიურე ან კრემ-სუფი. სინამდვილეში, ეს ორი სხვადასხვა კერძია.

სუფ-პიურე – მზადდება ბულიონზე ან ბოსტნეულის ნახარშზე, მას სქელი კონსისტენცია აქვს. ასეთ სუფს შეგიძლიათ ნებისმიერი რამ დაამატოთ.

რაც შეეხება კრემ-სუფს – ეს უფრო დახვეწილი კერძია. მას ამზადებენ არა ბულიონზე, არამედ ბაშამელის სოუსის გამარტივებულ ვარიანტზე. ასეთ სუფს სისქეს აძლევს ნაღები. აქ შეგიძლიათ მსუბუქი ბოსტნეულის ან ქათმის და თევზის ფილეს დამატება.

ორივე სუფს აერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ისინი საშინლად გემრიელებია.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ყველის სუფ-პიურეს რეცეპტს ქათმის ფილესთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 500 გ მდნარი ყველი
  • 400 გ კარტოფილი
  • სამი ცალი ხახვი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ერთი ცალი დაფნის ფოთოლი
  • შავი დაფქული პილპილი და მარილი – გემოვნებით

მომზადება

  1. დადგით ფილე ქვაბში და მოხარშეთ. როცა ბულიონი ადუღდება, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, დაფნის ფოთოლო, პილპილი.
  2. ხარშეთ 20 წუთი, შემდეგ ამოიღეთ. როცა გაცივდება, დაჭერით. ბულიონი გადადგით გვერდზე.
  3. მოამზადეთ ბოსტნეული, კარტოფილი დაჭერით კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო.
  4. ბულიონი კვლავ დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ მასში კარტოფილი.
  5. ცხელ ცხიმიან ტაფაში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო. მოაყარეთ მარილი, პილპილი, შუშეთ საშუალო ცეცხლზე ოქროსფრის მიღებამდე.
  6. ბულიონში ჩაასხით მოშუშული ბოსტნეული, დაჭრილი ხორცი. ხარშეთ 5-7 წუთი. ჩაყარეთ შიგ გახეხილი ყველი. რამდენიმე წუთის შემდეგ სუფი მზად იქნება.
  7. ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებისთვის, კერძი შეგიძლიათ პირდაპირ ქვაბში ათქვიფოთ, ბლენდერით. მიიტანეთ სუფი სუფრასთან, მწვანილთან ერთად.

ნოყიერი, ცხელი სუფ-პიურე სადილის საუკეთესო ვარიანტია. ნაზი კონსისტენცია და ყველის არაჩვეულებრივი არომატი ამ კერძს ფრანგულად დახვეწილ გემოს ანიჭებს.