გაუკეთეთ ბავშვებს მათი საყვარელი ნამცხვარი უმარტივესი გზით. ყველასთვის საყვარელი “ორეოს” ჩიზქეიქის ძალიან ადვილი რეცეპტი

გთავაზობთ ბევრი თქვენგანისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელი “ორეოს” უგემრიელესი ჩიზქეიქის უმარტივეს რეცეპტს.

ინგრედიენტები

52 ცალი ორეოს კექსი

100 გ კარაქი

450 გ ნაღების ყველი

50 გ  შაქარი

10 გ ვანილის შაქარი

350 გ ნაღები

 

მომზადების წესი

1. “ორეოს” კექსები გაყავით ორად და გამოაცალეთ შიგთავსი. ჩიზქეიქის მთავარი ნაწილისთვის 36 ცალი კექსი დაგჭირდებათ.

2. მრგვალ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი და ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი ზუსტად ისე, როგორც სურათზე ხედავთ. ეს ჩიზქეიქის ფორმიდან ამოღებას გაგიადვილებთ.

3. ორეოს ნამცეცები შეურიეთ ცხელ დამდნარ კარაქს. მასა მოათავსეთ ფორმაში. შემდეგ შედგით მაცივარში.

4. ამ პერიოდში, ნაღები მიქსერით ვანილთან ერთად ათქვიფეთ იქამდე სანამ არ გასქელდება. ცალკე ატქვიფეთ ნაღების ყველი შაქართან და ორეოს კექსებიდან გამოღებულ შიგთავსთან ერთად.

 

5. ახლა შევაერთოთ ნაღები ყველთან. აქვე ჩაფშვენით კიდევ 10 ორეოს კექსის ნამტვრევები (შიგთავსის გარეშე). კარგად აურიეთ მიღებული მასა.

 

6. მიღებული კრემი დაადეთ მასაზე, რომელიც ორეოს კექსების კარაქთან შერევით მიიღეთ და მაცივარში გაქვთ მოთავსებული. ჩიზქეიქი 5 საათით მოათავსეთ მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ და მორჩენილი კექსების ნაფხვენებიც მოაყარეთ.

ფრთხილად ამოიღეთ ჩიზქეიქი ფორმიდან და გემრიელად მიირთვით.