ღვეზელი ისპანახითა და კვერცხით

ისპანახის მცირე რაოდენობაც საკმარისია ორგანიზმის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მოსამარაგებლად. უმი სახით ამ ბოსტნეულს იშვიათად იყენებენ, მაგრამ თუ მას ერთ-ერთ ინგრედიენტად გამოვიყენებთ მოხარშულ კვერცხთან ერთად, ამაზე გემრიელ და სასარგებლო საუზმეს ვერც კი მოიფიქრებთ.

თერმული დამუშავებისას ისპანახი თითქმის არ კარგავს თავის კაშკაშა ფერს. კვერცხთან კონტრასტის ფონზე გაჭერილი ღვეზელი გამოდის ძალიან ლამაზი და ეფექტური. ეს კერძი ერთმნიშვნელოვნად მოეწონება ყველას.

ნგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 100 გ კარაქი
  • 5 ცალი კვერცხის გული
  • ერთი სუფრის კოვზი რაჟანი
  • 100 მლ წყალი
  • 200 გ ისპანახი
  • 100 გ ხაჭო
  • 250 გ მაგარი ყველა
  • 8 ცალი კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ცალკე ათქვიფეთ გამდნარი კარაქი კვერცხის გულებთან ერთად, დაამატეთ არაჟანი. შემდეგ ნარევი ფრთხილად შეურიეთ ფქვილს, დაასხით ცივი წყალი და სწრაფად მოზილეთ ცომი. დააფარეთ პოლიეთილენის პარკი და შედგით 30 წუთით მაცივარში.
  2. ისპანახი გაარჩიეთ, ფოთლებს მოაჭერით მაგარი ყუნწები, ჩაალაგეთ დუშლაკში და ჩაუშვით მარილიან მდუღარე წყალში 2 წუთით. წყალი გადაწურეთ, ისპანახს დაამატეთ გახეხილი ყველი (200 გ), ხაჭო, მარილი და პილპილი. აურიეთ.
  3. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით 3 ნაწილად. ერთი ნაწილი, რომელიც ხელისგულის ზომისაა, შედგით საყინულეში. კიდევ ერთისგან გააკეთეთ 3 სმ სიგანისა და ფორმის დიამეტრის სიგრძის ზოლი. დარჩენილი ცომი კი ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში და ცენტრიდან დაიწყეთ და გააბრტყელეთ ფორმის მთელ ფართობზე. ფირფიტის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 0,3-0,5 სმ. ცომი რომ არ გადმოვიდეს გამოცხობისას, ჩანგლით გააკეთეთ მასში რამდენიმე ნახვრეტი.
  4. მაგრად მოხარშული კვერცხები გაფცქვენით და ჩააწყეთ ფორმაში ცომთან ერთად, თან ისე, რომ ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. კვერცხებზე დაადეთ ისპანახის მასა და გაასწორეთ ზედაპირზე. ღვეზელის ზედა ნაპირები შიგნით შეაბრუნეთ და ფრთხილად განალაგეთ ცომის ზოლის მიხედვით.
  5. გამოიღეთ გაყინული ცომის ნაწილი საყინულიდან და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაყარეთ ღვეზელს ისე, რომ შიგთავსი დაიფაროს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხეთ წინასწარ, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-55 წუთით.

გთავაზობთ მოკლე ვიდეოს:

გაციებული ღვეზელი დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან პირველ კერძად!

გაუზიარეთ მეგობრებს, რომლებსაც უყვართ გამომცხვარი მწვანილი!