ფარშირებული გარგარის ჩირი

კურაგა ახალი არ არის კულინარულ სამყაროში. მისგან კომპოტებს ამზადებენ, ასევე გემრიელ და შესანიშნავ შიგთავსებს ღვეზელებისთვის, ნამცხვრებისთვის და ასე შემდეგ. კარგარის ჩირისგან ასევე კანფეტებსაც აკეთებენ. ყველაზე მარტივი ვარიანტია – მოასხათ გამდნარი შოკოლადი და დაიცადოთ მის გამყარებამდე – ესეც ნაყიდი ტკბილეულის შესანიშნავი სახესხვაობა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც უფრო სასარგებლოა – კურაგა ხაჭოთი!

პროდუქტის სარგებლიანობაზე რომ ვსაუბრობთ, თან აღვნიშნავთ მშრალი ხილის სასარგებლოობას ყველასთვის. ისინი მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს და ამით ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, მაღალ არტერიულ წნევას, თირკმლების დაავადებებს და ათეროსკლეროზს. ისავლეთ კურაგას მომზადება და მიირთვით ის კანფეტის ნაცვლად. დატკბით გემოთი და მიიღეთ სასარგებლო თვისებები.

ინგრედიენტები 

  • 150 გრამი კურაგა
  • 50 გრამი ხაჭო

მომზადება

1. გარეცხეთ კურაგა, დაასხით წყალი და დადგით რამდენიმე წუთი. გადაწურეთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.

2. ყოველი ჩირი გაჭერით სიგრძეზე, ჩადეთ მასში ცოტა ხაჭო.

3. ცეცხლგამძლე ფორმას დააფინეთ პერგამენტი, გადაიტანეთ მასში გარგრის ჩირი, შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7 წუთით. ისიამოვნეთ გამომცხვარი კურაგით.

ფარშირებული კურაგა ნატურალური ტკბილეულია მათთვის, ვისაც სურს გააერთიანოს გემრიელი პროდუქტი სასარგებლოსთან. კარგია ის, რომ პროდუქტები ხელმისაწვდომია, ხოლო მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივი და ბევრ დროს არ წაგართმევთ.

გაუზიარეთ ეს ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებს, მოამზადეთ თავად და სხვებსაც ურჩიეთ!