უგემრიელესი “პინა კოლადა” – კარიბის ზღვის სანაპიროების სავიზიტო ბარათი, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადატვირთული დღის შემდეგ სახლშიც მოამზადოთ

სახელი “პინა კოლადა” კოქტეილზე ბევრად ადრე წარმოიშვა პუერტო რიკოში. თავიდან ეს მხოლოდ ანანასის წვენი იყო, მოგვიანებით კი კარიბის ზღვის სანაპიროებზე აქტიურად დაიწყო ქოქოსის რძის ცნობილი მარკის პროდუქტის გაყიდვა და კოქტეილის გაჩენამაც არ დააყოვნა.

კოქტეილის დამზადებისთვის შეიკერი დაგჭირდებათ. თუ შეიკერი არ გაქვთ, ალტერნატივად თერმოსი ან სქელ ყელიანი ბოთლიც გამოგადგებათ.

ერთი პორციის ინგრედიენტები

30 მლ თეთრი რომი

30 მლ ქოქოსის რძე

90 მლ ანანასის წვენი

ყინული

ანანასის ნაჭერი და პიტნის ფოთოლი (დეკორაციისთვის)

 

1. ჭურჭელში (შეიკერში ან თერმოსში) ჩაყარეთ ცოტაოდენი ყინული, ჩაასხით რომი, ქოქოსის რძე და ანანასის წვენი. ყველაფერი ეს ძაიან კარგად უნდა აირიოს ერთმანეთში.

2. არევის შემდეგ სითხე მოათავსეთ ჭიქაში და მორთეთ ანანასის ნაჭრით და პიტნის ფოთლით.

3. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კოქტეილს ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღებიც მოასხათ და ამის შემდეგ მორთოთ ხილის ნაჭრებით. დეკორაციის შეცვლა რა თქმა უნდა საკუთარი ფანტაზიით შეგიძლიათ.