სექსთან დაკავშირებული სამი გავრცელებული მოსაზრება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

ამ თემასთან დაკავშირებით, ხალხში გავცელებული მრავალი მითი არსებობს, რომელთაგან უმრავლესობა არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გთავაზობთ სამ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ მათგანს:

 

1. სექსი აახალგაზრდავებს

სქესობრივი აქტის დროს, ქალებთან სისხლში გამოიყოფა ჰორმონი ესტროგენი, რომელიც უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს და კანი ბევრად ელასტიური და ჯანმრთელი ხდება. მაგრამ ამის პარალელურად, რაც უფრო ხშირად აღწევს ქალი ორგაზმს, მით უფრო მალე გახდება მისი გარეგნობა ასაკთან შესაფერისი.

 

2. ინტიმური ურთიერთობების შედეგად ქალები იკლებენ წონაში

არსებობს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ვერსია, რომ სექსის დროს ადამიანი 300 კალორიას წვავს, რის გამოც რეგულარული ინტიმური ურთიერთობების ხარჯზე შეგვიძლია უარი ვთქვათ დიეტაზე და ვარჯიშზე, რადგან სქესობრივი აქტი ამის კომპენსირებას ახდენს. სამწუხაროდ ეს უბრალოდ მითია. ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევარის, დევიდ ელისონის აზრით, სქესობრივი აქტისას ადამიანი კარგავს არაუმეტეს 21 კალორიისა. სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აქტის საშუალო ხანგრძლივობა 6 წუთია. ეს კი ერთ უბრალო გასეირნებას უდრის. ინტიმური აქტის 1 წუთის მანძილზე, ქალის ორგანიზმი სულ რაღაც 3 კალორიას კარგავს, ასე რომ გავრცელებული ვერსია, რომლის თანახმადაც სექსი ცვლის დიეტას და სპორტულ დარბაზს, არ შეესაბამება სიმართლეს!

 

3. ინტიმური ურთიერთობები ხანში შესული ადამიანების ჯანმრთელობას ვნებს

ზოგიერთ ადამიანს აქვს იმის ობიექტური მიზეზი, რომ ხშირი სქესობრივი კავშირებისგან თავი შეიკავოს. ძალიან ბევრი დადებითი ემოციის პარალელურად, ბევრისთვის სექსი დამატებითი ენერგიის ხარჯვა, წნევიანებისთვის და გულის დაავადების მქონეთათვის ჯანმრთელობისთვის სარისკო აქტიურობაა, რის გამოც ხშრად უარს ამბობენ მასზე. მაგრამ ექიმების აზრით, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ასაკშიც კი აუცილებელია სისტემატური სექსუალური ცხოვრება. ინტიმურ კავშირებში დიდ ინტერვალებს ხშირად ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულებები მოჰყვება, რაც არა მარტო ლიბიდოზე, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება.