სენსაციური აღმოჩენა! პარიზის მუზეუმის საცავში შიშველი “მონა ლიზა” იპოვნეს

მორიგი სენსაცია! რას არ ნახავს ადამიანი პარიზის მუზეუმების საცავებში. “შიშველმა მონა ლიზამ” მსოფლიო აალაპარაკა და ექსპერტების დიდი დავა გამოიწვია. საბოლოოდ ორ დასკვნახე შეთანხმდნენ:

1. “ჯოკონდა ნიუ”, ტილო, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევრად ითვლებოდა, ნაწილობრივ დიდი ოსტატის ნამუშევარიც არის.

2. სურათი ზუსტად იმ პერიოდში იხატებოდა, როდესაც ლეონარდო “მონა ლიზას” პორტრეტზე მუშობდა. დაახლოებით 1503 წელს, მხატვრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

“ჯოკონდა ნიუ” დახატულია ნახშირით და მისი ღიმილი ძალიან წააგავს მონა ლიზას ცნობილ ღიმილს. ფრანგი ექსპერტები გვთავაზობენ ვერსიას, რომ მოცემული პორტრეტი, ნამდვილი “ჯოკონდას” წინამორბედია და მის ესკიზს წარმოადგენს. გარდა ამისა, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დიდი ოსტატი “ჯოკონდა ნიუ”-ზე თავადაც მუშაობდა. დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ ნახატი ნამდვილად ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში იქმნებოდა. ნახატს უმეტესწილად მისი ერთ-ერთი მოსწავლის ხელი ეტყობა, რადგან ის მარჯვენა ხელით არის შესრულებული. ცნობილია რომ და ვინჩი მის გენიალურ შედევრებს მარცხენათი ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ პოსტრეტს შორის საკმაო განსხვავებაა, სხეული და ხელები თითქმის იდენტურია, რომ არაფერი ვთქვათ ცნობილ ღიმილზე. ნახვრეტები სურათზე მეტყველებს იმაზე, რომ ის გაკრული იყო და ესკიზის როლს ასრულებდა – სავარაუდოდ სწორედ მისი დახმარებით იქმნებოდა შეუფასებელი შედევრი “მონა ლიზა”.