საოცრად რომანტიული, მოულოდნელი და გულისამაჩუყებელი ისტორია. როგორ გაჩნდა Love is…

Love is რომანტიული ისტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება და ის ჭეშმარიტ სიყვარულზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე მოგვიანებით შესრულებული 5000 ნახატი, რომელიც ამ საღეჭი რეზინის ყველა მოყვარულმა იცის.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა გოგონამ, სახელად კიმ, მშობლიური ახალი ზელანდია თავგადასავლების ძებნის გამო დატოვა. ეს 70-იანი წლების ჰიპი პერიოდის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ გზით  მოხვდა კიმი ლოს-ენჯელესში და 1967 წელს იტალიელი პროგრამისტი რობერტო კასალი შეუყვარდა. წყვილმა ერთმანეთი სათხილამურო კლუბში გაიცნო. მაშინ როდესაც კიმი და რობერტო სხვადასხვა მიზეზების გამო შეხვედრას ვერ ახერხებდნენ, ერთმანეთს წერილებს უგზავნიდნენ, ხოლო კიმი წერილებს ილუსტრაციებსაც ურტავდა (ალბათ მიხვდით რომელ ილუსტრაციებზეა საუბარი). ილუსტრაციების თემები ძირითადად სათხილამურო პერიოდს და იქ მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდა. მალე კიმის ილუსტრაციები მეგობრების წრეშიც ცნობილი გახდა. ამ პერიოდში 26 წლის გოგონა სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა.

1970 წელს კიმმა Los Angeles Times-ისგან პირველი შეკვეთა მიიღო – მას ყოველკვირეული კომიქსების შექმნას სთხოვდნენ. ილუსტრაციების გამოსვლის პერიოდს ერიხ სიგალის წიგნის “სიყვარულის ისტორია” და მისივე მოსახელე ფილმის გამოჩენა დაემთხვა. ფილმი მთავარ სლოგანს წარმოადგენდა ფრაზა “სიყვარულია მაშინ, როდესაც ბოდიშის მოხდა შეგიძლია”. ამ იდეალურმა კომბინაციამ კიმს ახალი ინსპირაცია და შედეგად მრავალი შეკვეთა მოუტანა. მალე გამოჩნდა ცნობილი Love is. ყველასთვის ცნობილი გოგონა და ბიჭი არამარტო გაზეთების გვერდებზე, არამედ მაისურებზე, ჭიქებზე, ჩანთებზე, კალენდრებში, ცალკე კომიქსებში და წიგნებშიც კი იბეჭდებოდა. Love is პროდუქცია მსოფლიოშ 50 ქვეყანაში გამოდიოდა და დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. 70-იანი წლების შუაში, კიმის მფლობელობაში 4-5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო.

ამასობაში 30 წლის რობერტომ და 26 წლის კიმმა იქორწინეს. კიმმა ქორწილის დღეს მეუღლეს შემდეგი რამ სთხოვა – “გააკეთე რაც გინდა, მაგრამ ნუ მოკვდები ჩემზე ადრე.” მალე წყვილს შევილები სტეფანო და დარიო შეეძინა. ოჯახი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა და მათ მფლობელობაში დიდი რაოდენობის უძრავი ქონება შედიოდა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყო გაბნეული.

1975 წლისთვის რობერტოს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ამ პერიოდში წყვილი კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. კიმმა ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ სცადა ხელოვნური განაყოფიერება, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ერთ წელიწადში რობერტო გარდაიცვალა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მთავარი სენსაცია სწორედ ერთი წლის შემდეგ მოხდა – 1977 წელს კიმმა მესამე შვილი გააჩინა, რომელიც რა თქმა უნდა რობერტოსგან იყო. ხელოვნურმა განაყოფიერებამ როგორც ჩანს საბოლოოდ შედეგი გამოიღო და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ამ დროს მის გარშემო სამყარო ორ ნაწილად გაიყო – ერთი გმობდა კიმის ამ საქციელს, მეორე მხარე კი მასთან ერთად ბედნიერი იყო. ვატიკანიც კი გამოეხმაურა ფაქტს და ხმამაღალი განცხადებით დაგმო კიმის საქციელი.

ამ პერიოდიდან კიმ კასალის აღარასდროს დაუხატავს კომიქსები. ჩანახატების წარმოება ბრიტანელ კარიკატურისტს ბილ ესპრის გადაეცა. კიმმა სიმშვიდეში ცხოვრება არჩია, გაერიდა საზოგადოებას და რამდენიმეჯერ საცხოვრებელი ქვეყანაც გამოიცვალა. 56 წლის ასაკში კიმ ესპრი ძვლების კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.