სამარხვო ბრაუნის ეს რეცეპტი რაც ვისწავლე, სხვა დესერტს აღარც ვაკეთებ. უგემრიელესია და დაბალკალორიული.

ამ დესერტს რამდენიმე დიდი პლუსი აქვს, რის გამოც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. არის სამარხვო, ძალიან დაბალკალორიული (და არ მეშინია წონაში მომატების), მზადდება რამდენიმე წუთში უმარტივესი მეთოდით და არის უგემრიელესი. ვფიქრობ ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ თქვენც სცადოთ მისი გაკეთება. 

 

ინგრედიენტები:

  • ფქვილი — 2 სუფრის კოვზი.
  • აკაოს ფხვნილი— 3 სუფრის კოვზი.
  • შაქარი — 2 სუფრის კოვზი
  • სოდა (ან გამაფხვიერებელი) — 1/4 ჩაის კოვზი
  • ხილის პიურე — 12 სუფრის კოვზი
  • სოიას სოუსი — 1 ჩაის კოვზი

 

ყველაფერი ძალიან მარტივია. ფქვილში აურიეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და თუ გნებავთ ვანილიც (ჩემთვის შოკოლადის არომატი სავსებით საკმარისია). დაამატეთ ვაშლის პიურე. ასევე შეგიძლიათ ერთმანეთში აურიოთ (ან ცალ-ცალკე) – ვაშლის, გარგრის, მსხლის ან ატმის პიურეც. აიღეთ ნებისმიერი ხილი და ბლენდერით გააკეთეთ პიურე. მნიშვნელოვანია არ გადააჭარბოთ მოცემულ დოზას, რადგან ცომი გაფუჭდება. საერთო ჯამში პიურე დაახლოებით 200 მლ უნდა იყოს. შემდეგ დაამატეთ სოიას სოუსი (მის შემცვლელად შეგიძლიათ ძალიან ცოტა მარილი გამოიყენოთ). სოიას სოუსი აძლიერებს შოკოლადის გემოს.

თუ ცომი ძალიან სქელია, დაამატეთ ძალიან ცოტა წყალი. საბოლოოდ სქელი არაჟნის სტრუქტურის ცომი უნდა გამოგივიდეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ცომს ნიგოზიც დაუმატოთ.

ცომი მზას არის. ამის შემდეგ მასა მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და სურვილის მიხედვით გაქვთ ორი არჩევანი – მიკროტალღური ღუმელი, სადაც სრულ სიმძლავრეზე დაახლოებით 3 წუთში ბრაუნი მზად არის, ან 200 გრადუსზე გახურებული ღუმელი, რომელიც რა თქმა უნდა ოდნავ მეტ დროს მოითხოვს.

ბრაუნი გამოდის ნამდვილად უგემრიელესი. საბოლოოდ შეგიძლიათ შაქრის პუდრაც მოაყაროთ და ბევრად რბილი და ადვილად დასაჭრელი გამოვა თუ ნამცხვარს რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსებთ.

ამ ბრაუნის პლუსი ის არის , რომ სამარხვოს პარალელურად კალორიების მინიმალურ რაოდენობას მოიცავს და საოცრად გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!