სალათი ყველითა და კაკლით

რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს ამის აღიარება, ყველაზე გემრიელი და საყვარელი კერძებიც თანდათან გვბეზრდება. ყველაზე გემრიელი სალათებიც ზოგჯერ მარტივი და უგემური გვეჩვენება. იმისთვის, რომ თქვენი მენიუ მრავალფეროვანი გახადოთ, გირჩევთ მუდმივად გასინჯოთ რაღაც ახალი.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მოგეწონებათ მადისაღმძვრელი სალათა ,,ჰერცოგინია”. კაშკაშა ინგრედიენტების უჩვეულო შეხამება, არომატული შენელება და შესანიშნავი ვიზუალი – ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ერთ კერძში. აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელობა და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

ინგრედიენტები

  • 100 გრამი ყველი ,,დორბლუ” (გერმანული ცისფერი ყველი)
  • ორი ცალი კივი
  • 50 გრამი ბერძნული კაკალი
  • ნახევარი ხახვი
  • ერთი კობა ოხრახუში
  • ერთი კონა სალათის ფურცელი
  • ხუთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • ერთი სუფრის კოვზი შაქარი
  • სამი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ერთი ჩაის კოვზი მარილი
  • ერთი ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი

მომზადება

  1. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად, შემდეგ ჩადეთ ძმრის, მარილისა და შაქრის ნარევში.
  2. ყველი დაჭერით პატარა კუბებად, გაფცქვენით და დაჭერით კივი, გარეცხეთ, გაამშრალეთ და დახიეთ სალათის ფურცლები. დაჭერით მწვანილი და კაკალი. ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ დიდ და ბრტყელ ჭურჭელში ან სასალათეში.
  3. ზემოდან მოსასხმელი საშუალების მოსამზადებლად, შეურიეთ მდოგვი, ზეთი და ერთი ან ორი კოვზი ხახვის მარინადი.
  4. მიღებული ნარევი მოასხით სალათს, მაგრამ არ აურიოთ, რათა ყველის ნაჭრები მთლიანი დარჩეს.

თუ გსურთ, შეგიძლიათ, რომ სალათს ტკბილი მსხალი ან ცოტა თაფლი დაამატოთ, ასე კიდევ უფრო არაჩვეულებრივი რამ გამოვა .

მოუყევით თქვენს მეგობრებს ამ ახალი რეცეპტის შესახებ!