როდესაც ამას შეძლებთ, ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. ნახეთ რამდენი რამ იცვლება ამ დროს.

უმთავრესი საიდუმლო, რომლითაც შევძლებთ ვმართოთ საკუთარი ბედი, ცხოვრება წარვმართოთ ჩვენი სურვილებით და შევქმნათ სასურველი რეალობა შემდეგში მდგომარეობა – ისწავლეთ საკუთარი თავის და დროის დაფასება!

 

1. ურთიერთობები თავისთავად ლაგდება და რეგულირდება

როდესაც უფრო მეტად ვაფასებთ საკუთარ თავს, ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან ცხოვრებაში, თავისით ქრებიან.

 

2. იწყებთ საკუთარი თავის შეყვარებას

თქვენ აღარ ეძებთ სიყვარულს სხვაგან, არამედ გიყვარდებათ საკუთარი თავი, რითაც უფრო მეტად ბედნიერი ხართ. თუ თქვენ ბედნიერი ხართ, გარშემო სხვასაც აბედნიერებთ. ამ დორს აღარ არის ძებნა საჭირო. სიყვარული და სასურველი პარტნიორი თავისით მოდის.

 

3. ტოქსიკურ ადამიანებს უშვებთ ცხოვრებიდან

თქვენ აცნობიერებთ, რომ გარშემომყოფები, რომლებიც გიწამლავენ ცხოვრებას, ზედმეტი არიან, აღარ გაქვთ მათთან მიჯაჭვულობა და ისინი ავტომატურად ქრებიან.

4. უფრო მეტად ბედნიერი ხართ

ამ დროს ცხოვრებას სხვანაირად აღიქვამთ, გაქვთ მეტი თავისუფლება და საკუთარ თავს ანიჭებთ უფრო მეტ ბედნიერებას.

 

5. იზიდავთ კარგ ადამიანებს

ავტომატურად ხდება ის, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოსული ახალი ადამიანები განსხვავდებიან წინა ტოქსიკური ადამიანებისგან და გარშემომყოფთა წრე ბევრად სასიამოვნო ხდება.

6. იწყებთ ბრძოლას იმისთვის რისიც გჯერათ

როდესაც საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხართ, აღარ აქცევთ ყურადღებას სხვების ნეგატიურ ფიქრებს ან საუბარს. გაქვთ საკუთარი თავის იმედი და ყველაფერ იმის, რისაც გწამთ და გჯერათ.

 

7. იძენთ საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტ რწმენას

ხართ ბევრად თავდაჯერებული, აცნობიერებთ ყველა შეცდომას და ასწორებთ მათ.

 

8. აღარაფერს უხსნით გარშემომყოფებს

როდესაც მეტად თავდაჯერებული ხართ, გადადგმულ ნაბიჯებს და მიღებულ არჩევანს, რომლებიც ბედნიერს გხდიან, აღარ აუხსნით სხვებს. ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი თქვენთვის ავტომატურად სწორი და მისაღები იქნება.

 

9. აღარ იხდით ბოდიშს ადრინდელივით ხშირად

როდესაც არჩევანში დარწმუნებული ხართ, აღარ მოიხდით მის გამო ბოდიშს. ბოდიშს მაშინ იხდით, როდესაც ცდებით. გააცნობიერეთ ყველაფერი ეს და დაასრულებთ ყველანაირი წვრილმანისთვის მობოდიშებას.

 

10. თქვენ აღარ ელოდებით

აღარ გჯერათ ტყუილების და თავის მართლების. ცხოვრებიდან გაუშვებთ ნებისმიერს, ვინც გვნებთ.

 

11. აღარ იქნებით ეჭვიანი

ადრე შესაძლოა თავს სხვას ადარებდით. ახლა კი გეცოდინებათ, რომ ერთადერთი კონკურენტი რომელიც გყავთ, ეს თქვენივე თავია.