როგორ მოვამზადოთ ხაჭო რძისგან

ხაჭო მდიდარია კალციუმითა და ცილით, მას ტყუილად არ აჭმევენ ბავშვებს. და რამდენი გემრიელობის მომზადება შეიძლება ხაჭოსგან: პელმენი, ხინკალი, ჩისქეიქი, კექსი, ტორტი…

მიუხედავად ამისა, დიასახლისები მას დამოუკიდებლად არ ამზადებენ და ყიდულობენ ბაზარში. თუმცა სახლში ხაჭო უფრო ნაზად კეთდება, თან მცირე დროში.

ხაჭოს სწრაფი მომზადება

ხაჭოს მიღების პოპულარული მეთოდი რძემჟავას არსებობას გულისხმობს, თუმცა რძემჟავა ყოველთვის არ გვაქვს ხელთ და რძის დამჟავების მოლოდინის დროც სულ არ გვექნება.

ამიტომ დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ შინაური ხაჭო სწრაფად ახალი რძისგან, რძის ყიდვა კი ყველგან შეიძლება. რეცეპტისთვის ცოტა ინგრედიენტია საჭირო, მათგან მთავარია სურვილი – ახალი ხაჭოს მირთმევის.

ინგრედიენტები

  • სამი ლიტრი ცხიმიანი რძე
  • ნახევარი ლიტრი მჟავე რძე
  • 200 მილილიტრი არაჟანი
  • 70 მილილიტრი ლიმონის წვენი
  • სამი სუფრის კოვზი წყალი

მომზადება

1. ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ, რათა ჭურჭლის ფსკერზე საფარი წარმოიქნას და რძემ არ მიიწვას. ჩაასხით რძე და გააცხელეთ 50 გრადუსამდე.

2. სანამ რძე ცხელდება, აიღეთ საცერი, ჩააფინეთ სამედიცინო ბინტი 3-4 ფენად და დადგით დიდ ქვაბზე.

3. ცხელი რძე გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ არაჟანი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და კვლავ დადგით ცეცხლზე.

4. მუდმივად ურიეთ რძეს, თუ მაგარი ხაჭო გსურთ, დიდხანს ხარშეთ.

5. ხარშვის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და შეაციეთ. თბილი ხაჭოს მასა ფრთხილად ჩაასხით ბინტიან ქვაბში. შრატი აღმოჩნდება ქვაბში, ხაჭო კი ბინტზე დარჩება. უგემრიელესი ხაჭო მზადაა!

საკვირველია, რომ სამი ლიტრი რძისგან დაახლოებით 2,5 ლიტრი რძის შრატი გამოდის. რომლის გამოყენებაც სხვა კერძების მომზადებისასაც შეგიძლიათ. ძალიან სასარგებლოა!

ახალი რძისგან გაცილებით სასარგებლო ხაჭო გამოდის, ამჟავებული რძისგა კი უხარისხო გამოვა.

გაუზიარეთ რძის პროდუქტების მოყვარულ მეგობრებს ეს სტატია!