როგორ მოვამზადოთ ყავის რულეტი

ადამიანთა უმრავლესობისთვის ერთი დღეც არ გადის ჭიქა ჩაის გარეშე. მაგრამ მარტო ჩაი რა არის? ყველამ იცის, როგორ უხდება ცხელ სასმელს არომატული ნამცხვრები და ორცხობილები.

ჩვენი რედაქცია დღეს თქვენ გთავაზობთ ტკბილი რულეტის რეცეპტს. ეს ნამცხვარი ერთდროულად ფლობს ტენიან და ფაშარ სტრუქტურას. ის გამოდის ძალიან ნაზი და უფრო მეტად გავს ბისკვიტს. საღებავის ნაცვლად, ცომის მუქი ნაწილისთვის ჩვენ შევარჩიეთ ნატურალური კაკაო. შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ესპრესოზეც.

ინგრედიენტები

  • 300 გრამი კარაქი
  • 400 გრამი ფქვილი
  • 150 გრამი შაქრის პუდრა
  • 40 გრამი კაკაო
  • მარილი – გემოვნებით
  • ორი ცალი კვერცხი

მომზადება

  1. დარბილებული კარაქი, მარილი და შაქრის პუდრა შეურიეთ ერთმანეთს მიქსერით. დაამატეთ გაცრილი ფქვილი. კვლავ აურიეთ და გაყავით ნარევი ორ თანაბარ ნაწილად.
  2. ნარევის ერთ ნაწილს დაამატეთ გაცრილი კაკაოს ფხვნილი. მოზილეთ ორივე ტიპის ცომი. გააკეთეთ მათგან ბურთები და შედგით მაცივარში ორი საათით.
  3. კაკაოანი ცომი გააბრტყელეთ სწორკუთხა ფირფიტის სახით პერგამენტის ქაღალდზე. ზედმეტი ნაწილი დანით შემოაჭერით. მეორე ზედაპირზე გააბრტყელეთ ღია ფერის ცომი, ისიც იმავენაირი ფირფიტის სახით.
  4. გაყავით კვერცხის ცილა გულებისგან. ათქვიფეთ ცილა და გულმოდგინედ წაუსვით მუქ ცომს. ზემოდან დაადეთ ღია ფერის ცომი და გადაახვიეთ რულეტის სახით, პერგამენტის დახმარებით. მიღებული ძეხვისებური მასა ჩადეთ მაცივარში კვლავ ერთი საათით.
  5. გამოიღეთ რულეტი მაცივრიდან, დაჭერით ის ორი სანტიმეტრის სისქის რგოლებად, დაალაგეთ რგოლები საცხობზე, რომელსაც პერგამენტის ქაღალდი ექნება დაფენილი. გამოაცხვეთ რულეტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით ეს ტკბილი ნამცხვარი!

ამ სახის ცომთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ის ადვილად იშლება. რულეტი მაშინ დაჭერით, როცა ის სრულად გაცივდება მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ, მსუბუქად მოაყაროთ შაქრის პუდრა ან მორთათ ნაღებით, ალუბლით, ან სხვა სასურველი ხილით.

როგორ მოგწონთ ასეთი რეცეპტი? ველით თქვენს აზრებს კომენტარებში!