როგორ მოვამზადოთ ბლინი ღუმელში

ბლინები ყველაზე უნივერსალური კერძია. მისი მირთმევა შეგიძლიათ საუზმეზე, სადღესასწაულო სუფრებზე, დესერტების სახით, ხილის, ნაყინის ან მურაბის დამატებით. მაგალითად, დანიაში და ჰოლანდიაში ამზადებენ უზარმაზარ ზარმაც ბლინებს ღუმელში. ისინი გამოდის დიდი და ნოყიერი, და, რაც მთავარია, არ ითხოვს მუდმივად სამზარეულოში ყოფნას, მომზადების პროცესში.

დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ბლინები ღუმელში. ისინი გამოდის ძალიან ნაზი და დნება პირში. მათში რძე უფრო მეტია, ვიდრე კლასიკური რეცეპტით გამომცხვარ ბლინებში. სცადეთ მისი მომზადება, ეს ნამდვილი სიგემრიელეა!

ბლინი ღუმელში

ინგრედიენტები

  • ერთი ლიტრი რძე
  • ოთხი კვერცხი
  • 450 გრამი ფქვილი
  • ერთი ჩაის კოვზი შაქარი
  • ერთი ჩაის კოვზი მარილი
  • ერთი სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

1. ათქვიფეთ თასში ან ბლენდერში კვერცხი. ჩართეთ ღუმელი და დააყენეთ 250 გრადუსზე.

2. ჩაასხით კვერცხში რძე, დაამატეთ მარილი და შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ ბლენდერით ან სათქვეფით.

3. ნარევს დაამატეთ გაცრილი ფქვილი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ზეთი და კვლავ აურიეთ.

4. საცხობს დააფარეთ პერგამენტი. დაასხით მასზე ცომი. გამოაცხეთ 15 წუთის განმავლობაში 250 გრადუს ტემპერატურაზე და შემდეგ კვლავ 15 წუთით 220 გრადუსზე.

5. ორიგინალური ბლინები მზად არის! გემრიელად მიირთვით!

ბლინები გამოდის დიდი და რბილი. მას ჭრიან და ისე მიაქვთ მაგიდაზე, სხვადასხვა დანამატთან ერთად, ან მისგან რულეტს აკეთებენ. ის შესანიშნავად უხდება როგორც ტკბილ, ისე არატკბილ შიგთავსს. იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ, დამოუკიდებლადაც მიირთვათ, დანამატების გარეშე.

მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ბლინებს. ასევე გაუზიარეთ ღუმელში მომზადებული ბლინის რეცეპტი მეგობრებს, სოციალური ქსელების საშუალებით!