როგორ დავამზადოთ მრავალძარღვას სასწაულმოქმედი ჩაი, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს.

მრავალძარღვა – მცენარე, რომელიც ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში და ახალ ზელანდიაშიც კი იზრდება, ასობით წელია წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ვიტამინ A, C და K, ასევე კალცს და ბეტა-კაროტინს. მრავალძარღვა გამოიყენება, როგორც ძლიერი ანტისეპტიკი, დამამშვიდებელი, მიკრობების საწინააღმდეგო, გისტამინების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. ამასთანავე, მრავალძარღვა გამოიყენება საჭმელში, სალათებში, ასევე კანის დაავადებების და მწერების ნაკბენების წინააღმდეგ. მისგან მზადდება სეროფი, ჩაი და ძალიან ეფექტური ნაყენი.

ამ საოცარ მცენარეს ასევე იყენებენ საკვების მონელების პრობლემების, მენსტრუალური სპაზმების, ართრიტის და ბრონქიტის დროსაც.

 

მრავალძარღვას ჩაის რეცეპტი

  • 1 სკ ცოცხალი ან გამხმარი მრავალძარღვა
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 1 ჩკ თაფლი (სურვილის მიხედვით).

მომზადების წესი:

ჩადეთ მცენარე (ფოთლები, თესლი, ღეროები..) მდუღარე წყალში  და დატოვეთ 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. თუ ტკბილი ჩაის მოყვარული ხართ, დაამატეთ თაფლი.

სასწაულმოქმედი ჩაი მზად არის. დალიეთ და დატკბით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარის საოცარი სასმელით, რომელიც გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან!