რაც ეს გავიგე, ხველებას მხოლოდ ამ ხალხური მეთოდით ვმკურნალობ და წამლებს აღარ ვყიდულობ

გავრცელებული აზრის თანახმად, ხველება არა მარტო სასუნთქი სისტემის ანთებისას, არამედ სხვა ორგანოების დაზიანების დროსაც ჩნდება. შესაძლებელია თუ არა ხველების ხალხური მედიცინის საშუალებით დამარცხება და რომელი რეცეპტია ყველაზე ეფექტური??

დღევანდელ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს წამლებზე მათი ფასის და გვერდითი მოვლენების გამო და მიმართავს ხალხურ მეთოდებს. თუ ამ უკანასკნელს მიმართავთ, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი გაითვალისინოთ.

გვერდითი მოვლენები

პროდუქტს (ბალახეული, ფესვები, ხილ-ბოსტნეული და სხვა მასალა) რომლებიც ხალხური მედიცინისას გამოიყენება, ზოგჯერ ასევე გააჩნია გვერდითი მოვლენები.

გარშემო ყველაფერი ქიმიაა

მცენარეების შემადგენლობაში, შედის სხვადასხვა სახის ნივთიერებები, რომლებიც საბოლოოდ ქიმიურ ნაერთებს წარმოადგენს.  სხვაობა ის არის, რომ წამალი სინთეზირებულია, ხოლო მცენარე ბუნებაში იზრდება. ასევე წამლის ქიმიური შემადგენლობა ზუსტად არის ცნობილი, რასაც მცენარეებზე ვერ ვიტყვით.

ხალხური მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ხალხური მეთოდი მხოლოდ საწყის ეტაპებზეა ეფექტური, მაგრამ თუ ვირუსი ან სხვა სახის დაავადება უკვე რამდენიმე დღეა მწვავე ფორმებში მიმდინარეობს, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

მშრალი ხველების მკურნალობის ხალხური მეთოდები

მშრალი ხველება ძალიან უსიამოვნო მოვლენაა, რომელსაც თან გულ-მკერდის არეში ტკივილი და უძლობა ახლავს თან. ამ პრობლემის წინააღმდეგ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტი გამოგადგებათ.

შავი ჭარხალი

ჭარხლის და სტაფილოს წვენში გარეული თაფლი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უებარი წამალია ხველების წინააღმდეგ. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 1 სუფრის კოვზი, საათში ერთხელ. ასევე ცნობილია ხველების ჭარხლის სიროფით მკურნალობა. სიროფს დაუმატეთ შაქარი ან თაფლი.

ძირტკბილას ფესვები (ლაკრიცი)

ძირტკბილას წამლის დასამზადებლად, აიღეთ გამხმარი და დაფშვნილი ფესვები, ჩაყარეთ ნებისმიერ ემალის ჭურჭელში და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. შემდეგ მიღებული სითხე კიდევ ადუღეთ. გააციეთ წვენი 2-2,5 საათით და მიირთვით ჭამამდე ერთი სუფრის კოვზი, დღეში 4-5 ჯერ.

დედა-დედინაცვალი

1 სუფრის კოვს ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ 1 საათით, შემდეგ გაწურეთ. მიირთვით დღეში 4-6 ჯერ 1 სუფრის კოვზი. ეფექტურია ასევე ტუბერკულიოზის დროს.

ჯანჯაფილის (ჯინჯერი) ფესვი

200-250 გრამ შაქარს დაამატეთ 1-2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი. დაასხით ცოტაოდენი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. შაქარი რომ არ დაიწვას, სისტემატურად ურიეთ. როგორც კი შესქელებულ მასას მიიღებთ, მაშინვე გადმოდგით გაზიდან. მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ, ნახევარი ჩაის კოვზი.

ალთეს ფესვი

1:1 პროპორციით აურიეთ ალთე და დედა-დადინაცვლის ფოთლები. მიღებულ ნარევს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა.

სველი ხველების მკურნალობის ხალხური რეცეპტები

მშრალი ხველისგან განსხვავებით, სველ ხველას თან ახლავს წარმოქმნილი ლორწო. ასეთი ხველების დროს,  მკურნალობის მიზანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს დაგროვილი ლორწოს გარეთ გამოდევნა.

ანისის თესლი

ორი სუფრის კოვზი ანისის თესლი აურიეთ ერთ ჩაის კოვს თაფლთან და ერთ მწიკვ მარილთან ერთად. დაასხით ჭიქა წყალი და აადუღეთ. დალიეთ მთელი დღის მანძილზე ერთი სუფრის კოვზი, ყოველ ორ საათში ერთხელ.

თაფლი და ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი და თაფლი, 1:1 პროპორციით აურიეთ. გაათბეთ ორთქლზე ან ცხელ წყალზე და მიიღეთ დღე-ღამეში 3-4 ჯერ ერთი ჩაის კოვზი.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რეცეპტები სხვებსაც.