ორთქლზე მომზადებული ფორთოხლის სუფლე

ცუფლე ითვლება ,,ჭირვეულ” კერძად, თუმცა სინამდვილეში მარტივია მისი მომზადება. ბოსტნეულის, ხორცის, შოკოლადის ან ხილის სუფლე მზადდება პიურისგან და ათქვეფილი კვერცხის ცილისგან. ეს ჰაეროვანი ტკბილეული რომ არ გაფუჭდეს, ერთი საიდუმლო უნდა ვიცოდეთ: ეს ცილას უკავშირდება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ გაციებული კვერცხის ცილა უკეთ ითქვიფება. ამისთვის უნდა გამოიყენოთ იდეალურად სუფთა ჭურჭელი. ცილა უნდა ათქვიფოთ უშუალოდ სუფლეში დამატების წინ და არავითარ შემთხვევაში ამაზე ადრე.

ორთქლზე მომზადებული ფორთოხლის სუფლე ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტია.

ინგრედიენტები

  • ხუთი ცალი ფორთოხალი
  • 50 გრამი შაქარი
  • 40 გრამი ფქვილი
  • სამი ცალი კვერცხის ცილა
  • 40 გრამი კარაქი
  • 50 გრამი შაქრის პუდრა

მომზადება

  1. გარეცხეთ ფორთოხალი, გაფცქვენით ერთი მათგანი და გახეხეთ.
  2. დანარჩენ ფორთოხლებს ზედა ნაწილი მოაჭერით და ამოაცალეთ რბილობი. თქვენ მიიღებთ სუფლეს ფორმებს.
  3. ფორთოხლის რბილობისგან გამოწურეთ წვენი.
  4. აიღეთ ქვაბი, გაადნეთ კარაქი, ჩაყარეთ ფქვილი.
  5. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ჩაყარეთ მასში შაქარი, ცედრა, დაამატეთ წვენი.
  6. ახლა დადგით ქვაბი ცეცხლზე და ხარშეთ, თან სულ ურიეთ. როცა ნარევი გასქელდება, გამორთეთ ცეცხლი და გააციეთ ის.
  7. ქერქის ფორმები შეახვიეთ ფოლგაში, კვერცხი კი კარგად ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ მისგან სქელ ქაფს. მზა ცილა შეურიეთ ფორთოხლის ნარევს.
  8. ფორმები აავსეთ სუფლეთი და მოამზადეთ ორთქლის სახარშ მოწყობილობაში 20 ან 25 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მომზადებულ რეცეპტს შაქრის პუდრა.

არ შეშინდეთ, თუ მომზადების დასრულების შემდეგ სუფლე ცოტათი დაეშვება, ეს პროცესი ნორმალურია. ამ სუფლეს ნაზი კონსისტენცია და ციტრუსის განუმეორებელი არომატი ყველა გვერდით ეფექტს გადაწონის.

გაუზიარეთ ამ რბილი დესერტის რეცეპტი მეგობრებს და გაახარეთ ისინი!