ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს და სურდო და გაციება ბევრად მალე გაგივლით!

ეს არის სურდოს შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რის გამოც ხშირად ავადმყოფობა რამდენიმე დღით გვიან გადის

არსებობს გამოთქმა – თუ სურდოს უმკურნალებთ 7 დღეში გაგივლით, ხოლო თუ არ უმკურნალებთ – ერთ კვირაში. თუ სურდო 2-3 კვირამდე გაგრძელდა, ის უკვე ქრონიკულ რინიტში გადაიზარდა, რაც შედარებით რთული სამკურნალოა.

რა არის სურდოს გაგრძელების მიზეზი და რა შეცდომებს ვუშვებთ ავადმყოფობისას?

1. როდესაც სურდოს მიზეზი არ არის გარკვეული.  შესაძლოა ეს არის ალერგია, მტვრიანი ან მშრალი ჰაერი შენობაში ან რაიმე სხვა. მკურნალობა აუცილებლად მიზეზიდან გამომდინარე უნდა მიმდინარეობდეს.

2. პრეპარატების არასწორად გამოყენება. პრეპარატების მოხმარების წესში ხშირად შემდეგ რამ წერია – “ნუ გამოიყენებთ 3-5 დღეზე დიდ ხანს”. თუ ამ წესს დაარღვევთ მიიღებთ შემდეგს – სადენები წამლის გარეშე ვეღარ შეძლებს თავად, ბუნებრივად შევიწროებას (რადგან მიღების მომენტში ამას სწორედ პრეპარატი აკეთებდა).

3. ხალხური მეთოდების გამოყენება. მაგალითად ხახვის წვენის ან საპნის ხსნარის ცხვირში ჩაწვეთება. ნუ გააკეთებთ ამას როდესაც არ იცით სურდოს წარმოქმნის მიზეზი. “ბრმა” მკურნალობას სჯობს საერთოდ ნუ იმკურნალებთ. ამ მეთოდით შესაძლოა ცხვირის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა დააზიანოთ, რაც პროცესს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

4. ცხვირის არასწორად მოხოცვა. რიგრიგობით ჯერ ერთ ნესტოს მიაჭირეთ ხელი და შემდეგ მეორეს. თუ საერთოდ არ ან არასწორად მოიწმენდთ გამოდენილ ლორწოს, ის პირიქით მოიმატებს.

5. ავადმყოფობის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი.  გაციებას ორგანიზმი დამოუკიდებლად უმკლავდება. თბილი სასმელი, ზოგადად სითხე, წოლითი რეჟიმი, დასვენება, სუფთა და ტენიანი ჰაერი ის ფაქტორებია, რომელიც ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში უწყობს ხელს. მთავარია ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური, ნუ დატვირთავთ თავს ავადმყოფობისას, რადგან ამ შემთხვევაში სურდო მეტ ხანს გასტანს.

6. დაბალი ტენიანობა. შენობაში ტენიანობა არ უნდა იყოს 40%-ზე დაბლა! დაბალტენიანობის დროს, ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება, კარგავს იმუნიტეტს და ინფექციების მიმართ მგრძნობიარე ხდება. ამას გარდა, ორგანიზმი რთავს საკუთარ დატენიანების მექანიზმს და გამოიმუშავებს ლორწოს.

ეს რეალურად ძალიან სასარგებლო რჩევებია და გაუზიარეთ სხვებსაც, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს წაკითხვა.