ნახეთ რამდენ დაავადებას კურნავს ალოე ვერა

ალოე ვერა უნიკალური მცენარეა. მის შემადგენლობაში 250 ზე მეტი აქტიური ბიოლოგიური ნივთიერება შედის.

ეთერული ზეთები, ორგანული მჟავები, ფიტონციდები, ვიტამინები (A, B1, B2, B3, B6, C, E), ბეტა-კაროტინი, გლუკოზა და ფრუქტოზა და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერება.

ალოესი და მისგან დამზადებული პროდუქტის შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი. ის აქტიურად გამოიყენება როგორც კლასიკურ, ასევე ხალხურ მედიცინაში.

ალოე შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კუჭნაწლავის პრობლემებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის სხვადასხვა თვალის დაავადებებს. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტივირუსული საშუალება, გამოჰყავს ორგანიზმიდან სხვადასხვა სახის ტოქსინები, აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას, სისხლში ამცირებს შაქრის და ქოლესტერინის რაოდენობას, აჩქარებს თმის ზრდას, ხდის მას ჯანმრთელს და ხელს უშლის თმისცვენას, შესაძლებელია მისი როგორც ანტიალერგიული საშუალების გამოყენება, ხსნის სხვადასხვა სახის ტკივილს, გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება და სხვა მრავალი.