მცენარე “ვიტამინების ბომბა” – ყველაზე აუცილებელი სასმელი ბავშვებისთვის!!!

ქაცვი უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი – 8-12%-მდე. ფოთლებში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში.

 

ქაცვი მედიცინაში

ხალხურ მედიცინაში ამ მცენარის გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს. ქაცვს იყენებენს იყენებენ ართრიტის, კანის გაღიზიანებისა და გამონაყარის სამკურნალოდ. ქაცვის ფოთლების ჩაი შეიცავს ვიტამინებს – C, A, B1, B2, B6, B9, E, K, P, F – ასევე ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს და ცხიმოვან მჟავებს.

ჩაი ჩვეულებრივ გამოიყენება მაღალი წნევის დასარეგულირებლად, ასევე სისხლძარღვთა დაავადებების დროს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ქაცვის ნაყოფი გამოიყენება კანის ინფექციური დაავადებებისას და მხედველობის გაუმჯობესებისთვის. ქაცვის ჩაის ასევე იყენებენ მზის დამწვრობის წინააღმდეგ, კანის გაღიზიანების და შეშუპების თავიდან აცილების და შეხორცების ხელშეწყობის მიზნით.

პროდუქტი, რომელიც შეიძლება ქაცვისგან მიიღოთ

1. ქაცვის ჯემი

ინგრედიენტები

• 500 გ შაქარი;

• 2.5 კგ ცოცხალი ან გაყინული ქაცვის ნაყოფი;

• 3 ვაშლი;

• 500 მლ წყალი;

• 1 ჩკ კარაქი;

მომზადება

• გარეცხეთ ქაცვი და დაჭერით ვაშლი მცირე ზომის – 2 სმ კუბებად;

• ჩაყარეთ ხილი დიდი ზომის ქვაბში და ადუღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ამავდროულად, ხის კოვზის გამოყენებით დაჭყლიტეთ ხილი;

• გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და კვლავ დაჭყლიტეთ დარბილებული ხილი კარტოფილის საჭყლეტის გამოყენებით;

• მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, ურიეთ მის სრულ გალღვობამდე და დაუმატეთ კარაქი;

• კვლავ ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში;

• გასინჯეთ ჯემის სისქე. მაცივარში წინასწარ გაციებულ ლამბაქზე დაასხით 1 კოვზი ჯემი და დააცადეთ გაგრილება, ამის შემდეგ თითის დაჭერით შეამოწმეთ რამდენად მწებვარეა მიღებული მასა;

• თუ მასა კვლავ თხელია ადუღეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში და გასინჯეთ ანალოგიური მეთოდით;

• მოქაფეთ ჯემი და ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში;

• ქილებს ყელთან დაუტოვეთ 1 სმ სიმაღლის ცარიელი ადგილი, მოხუფეთ და გაგრილების შემდეგ შეინახეთ.

2. ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B2, B1, B6 და C.

• ფრთხილად გარეცხეთ ქაცვი, ისე რომ ნაყოფი არ დაიჭყლიტოს;

• ჩაყარეთ თასში და დაჭყლიტეთ ჩანგლით ან ბლენდერის გამოყენებით. მიიღებთ სქელი ხილფაფის მსგავს მასას. მიღებული მასა გადაიტანეთ ტაფაზე და შეაცხელეთ;

• 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მცირე რაოდენობით მზესუმზირის ზეთი და ურიეთ ზეთის სრულ შერევამდე. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან;

• მიღებულ მასას აცადეთ გაგრილება და შეძლებისდაგვარად კარგად გადაწურეთ.

• ზეთი ჩაასხით შუშის ბოთლში ან ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

 

3. ქაცვის ჩაი

• ხელით მოკრეფილი, ჰაერზე გამშრალი ქაცვის ფოთლების ჩაის აქვს მწვანე ჩაის ნაზი არომატი. ქაცვის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და კიდევ უფრო დიდი კონცენტრაციით შეიცავს ფლავანოლს და სტერინებს;

• ქაცვის წვრილად დაჭრილი ფოთლების ჩაის სახით დაფასოება ხდება ქაცვის ჩაის ან მისგან ნაწარმოები არომატიზატორის სახით;

• ქაცვის ჩაის მომზადება შესაძლებელია ცხელი წყლით გამოხდის საშუალებით, ან გამოხდილი სითხის მომზადებით შაქარმჟავას და ძმარმჟავას დახმარებით. ქაცვის ჩაის მომზადება ასევე შესაძლებელია მისი ფოთლების სტერილიზაციის გზით და სხვა.

 

ქაცვი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშებისთვის. არსებობს სპეციალური ქაცვის გასატარებელი მანქანა, რომელიც უვარგის ნაწილებს ცალკე ახარისხებს და გატარების შემდეგ რჩება მხოლოდ ხილის შიგთავსი. გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ ხსენებულ გასატარებელ მანქანაში ან უბრალოდ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40°C-მდე (მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მიღებული მასა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წყალში გაუხსნათ ბავშვებს და დაალევინოთ. 1-2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე. ეს არის ნამდვილი ვიტამინების ბომბა!

გაუზიარეთ სტატია სხვებსაც.