მსოფლიოში ყველაზე ძველი და ძვირფასი ღვინოები, რომლებიც არ იქცა ძმრად და დღემდე ინარჩუნებს ხარისხს.

მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი ტექნოლოგიაა. 2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 8000 წლის ღვინის ნარჩენები აღმოაჩინეს. 5000 წლით დათარიღებული უძველესი ღვინის კვალი ნაპოვნია დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე და რაღა თქმა უნდა ეგვიპტეშიც, სადაც ჩვ.წ.აღ.-მდე მესამე ათასწლეულში, მეღვინეობა უკვე გავრცელებული იყო.

მაგრამ რომელი ძველი ღვინო მიიჩნევა დღესდღეობით ყველაზე ძვირფასად?

დღეს არსებობს ცნება “ელიტარული ღვინო”, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცნობილი მეღვინეების და ბრენდების მიერ, უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან მზადდება და რა თქმა უნდა ფასებიც შესაბამისი აქვს.

ცნობილია ის ფაქტი, რომ დიდი ყურადღება ღვინის ასაკს და მის ხარისხიან შენახვას ენიჭება, რაცგან რაც უფრო კარგად არის შენახული ძველი ღვინო, მით უფრო არომატულია ის და ფასიც ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე მატულობს. ამ სფეროში შედევრის შესაქმნელად, დღეს არ არის საკმარისი ყურძნის მხოლოდ რომელიმე ტექნოლოგიით გადამუშავება და ღვინის დაყენება, არამედ ეს ერთგვარი ხელოვნებაა. სპეციალისტების აზრით, 1700 წლამდე დაყენებული ღვინის დღეს გამოყენება შეუძლებელია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ პერიოდის და ასაკის ღვინო უკვე ძმრად არის ქცეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ის იშვიათი ეგზემპლარები, რომლითაც ღვინის ნამდვილი მოყვარულები დღემდე ტკბებიან და სიამოვნებას ღებულობენ.

 

 

Jerez de la Frontera 1775 

ხერეს დე ლა ფრონტერა 1775

50 000$ 

ესპანური “ხერეს დე ლა ფრონტერა”, ყირიმის მასანდრას ღვინის მუზეუმის კოლექციის მარგალიტია. ღვინო დამზადებულია 1775 წელს და რამდენიმე საინტერესო ისტორია გააჩნია. ჯერ კიდევ ხრუშჩოვის დროს, 1964 წელს ნებადართული იქნა ერთი ბოთლის გახსნა და დაგუსტაცია. ისინი, ვისაც ეს ბედნიერება წილად ხვდა, დიდ ხანს საუბრობდნენ ამ უძველესი ღვინის საოცარ არომატსა და გემოს ხარისხზე. ასევე ისტორიული ფაქტია, რომ “ხერეს დე ლა ფრონტერას” ერთი ბოთლი აუქციონზე ანონუმურად იქნა 50 000 დოლარად შეძენილი, რაც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. მოგვიანებით კიდევ ორი ბოთლი გაიყიდა, ამჯერად უკვე უკრაინის პრეზიდენტის ნებართვით.

 

Chateau Lafite Rothschild 1784

შატო ლაფიტ როთშილდი 1784

160 000$

შეუძლებელია ამ სიაში არ შევიყვანოთ “Chateau Lafite Rothschild”. ამ ღვინის ერთი ბოთლი, ოდესღაც ამერიკის მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის კერძო კოლექციაში ინახებოდა, დღესდღეობით კი იგივე ბოთლი როთშილდების ცნობილ ვინტაჟური ღვინის კოლექციაშია, რომელიც 50 ბოთლისგან შედგება. “Chateau Lafite Rothschild” დამზადებულია 1787 წელს და თუ მხოლოდ ამ ერთი ბოთლის ფასს, 160 000 დოლარს,  გავითვალისწინებთ, რთული წარმოსადგენია თუ რამდენად არის როთშილდების სრული კოლექცია შეფასებული.

 

 

Chateau d’Yquem 1787

შატო დ´იკემ 1787

90 000$

ცნობილია ასევე თეთრი და ტკბილი ღვინოების რიგიდან ყველაზე ძვირადღირებული – “Chateau d’Yquem”, რომელიც კომპანია «Antique»-ს კოლექციის ერთ-ერთ უიშვიათეს და ძვირფას ბოთლს წარმოადგენდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ბოთლი 90 000 დოლარად უცნობმა ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა. ანონიმური მყიდველის შესახებ, მხოლოდ ერთადერთი ცნობა არსებობს  – მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, 1787 წლის ბოთლი ხელუხლებელი დარჩება, რაც იმის შანსს ტოვებს, რომ ღვინო ოდესმე კიდევ გამოჩნდება აუქციონებზე.

 

 

Мускат розовый Магарач 1836

მუსკატი, ვარდისფერი მაგარაჩი 1836

1836 წლიანი ყირიმული “ვარდისფერი მუსკატი”, რომელიც იალტას მახლობლად, ყირიმის “მაგარაჩის” საცავებში ინახება, შესულია გინესის წიგნში – როგორც ამ ტერიტორიაზე დამზადებული უძველესი ღვინო. ასეთი ბოთლი მხოლოდ სამი ცალი არსებობს.

 

 

Rudesheimer Apostelwein

რუდესჰაიმის მოციქულთა ღვინო

(კასრის)

ყველაზე ძველ კასრის ღვინოდ, 1727 წელს დამზადებული “Rudesheimer Apostelwein” ითვლება. შემორჩენილია 12 კასრი, რომლებიც ბრემენის ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნის საცავებში ინახება. აღსანიშნავია, რომ ოდესღც ამ საცავებში ღვინო იესო ქრისტეს პატივსაცემად შეინახეს, ხოლო 3 ათასი ლიტრის ოდენობის ჭურჭელს, რომელშიც სასმელი ასხია, “იუდას კასრი” ეწოდება. ღვინო არ არის კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი, მას მხოლოდ გარკვეული პოლიტიკოსების და მონარქიული ოჯახების წარმომადგენლების დასასაჩუქრებლად იყენებენ. ამ სტილის ღვინოს ძალიან იშვიათად აყენებენ – უკანასკნელად ეს 1950 წელს მოხდა. სასმელი რომ არ გაფუჭდეს, ამოკლებულ ღვინოს ახლით ანაცვლებენ, მაგრამ მთავარი წესი უცვლელია – “Rudesheimer Apostelwein”  მხოლოდ საუკეთესო მოსავლისგან მიიღება. ამგვარად ხდება ღვინის ხარისხის და გემოს შენახვა.