კერძი, რომელიც დიდი ხნით ჩაანაცვლებს პურს თქვენს სუფრაზე!

ვინ იფიქრებდა, რომ ახალი ცომისა და მწვანე ხახვის ერთობლიობა ასეთ შესანიშნავ შედეგს მოგვცემდა.

ჩვენ გარწმუნებთ: ერთხელ თუ გააკეთებთ ამ კერძს, ის მაშინვე შეგიყვარდებათ. დაბრაწული, არომატული, ხრაშუნა ცომეული მწვანე ხახვით შესანიშნავად მიდის მსუბუქ სალათასთანაც და ცხელ კერძთანაც. მისი მირთმევა საუზმეზეც შეგიძლიათ, თბილ რძესთან ერთად ან შეგიძლიათ პიკნიკზე წაიღოთ და მწვადის შეწვამდე მიირთვათ.

როგორ მოვამზადოთ ღვეზელი

ინგრედიენტები 12 ღვეზელის ცომისთვის

  • 350 გრამი ფქვილი
  • 200 მლ მდუღარე წყალი
  • ერთი ჩაის კოვზი მარილი
  • ორი სუფრის კოვზი ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაცრილ ფქვილში ჩაყარეთ მარილი, ჩაასხით ზეთი და მდუღარე წყალი. აურიეთ ყველაფერი ხის კოვზით. როცა მასა ცოტათი გაცივდება, მოზილეთ დრეკადი ცომი და მოაგუნდავეთ. დააფარეთ ცომიან ჭურჭელს ჩაის ტილო და დადგით 20-30 წუთით.

2. გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი.

3. გააბრტყელეთ ცომი სამი მლ სისქის ფირფიტის სახით. მის ზედაპირზე მსუბუქად დაწოლით გადაანაწილეთ ხახვი.

4. მჭიდროდ გადაახვიეთ ხახვიანი ფირფიტა რულეტის სახით და დაჭერით 12 ნაწილად

5. ყოველი რულეტის ნაპირები დაამაგრეთ ორივე მხრიდან, დააწექით ხელისგულით და გააბრტყელეთ 10 სმ დიამეტრის ფირფიტის სახით. ცომი ხელზე რომ არ მიგეკროთ, ზედაპირზე ფქვილი მოაყარეთ.

6. შესაძლებელია შემდგომი მომზადების ორი ვარიანტი: შეწვა ცხიმით და ცხიმის გარეშე. ზოგი მშრალ ტაფაზე წვავს, ერთი წვეთი ზეთის გამოყენებით დასაწყისში, კლასიკური ვარიანტი კი გვთავაზობს ზომიერი რაოდენობის ზეთში შეწვას.

დაუჯერებლად მარტივი და ძალიან გემრიელია. შიგთავსი შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით შეცვალოთ: ლორით, ყველით, ისპანახით…

ამ რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა დანაშაულია! სწრაფად გაუზიარეთ მეგობრებს ის!