იცოდით, რომ მარტო არასდროს გძინავთ? ეს არსებები ყველა ჩვენგანის ლოგინში ბინადრობენ. გთავაზობთ მათი მოცილების ყველაზე ეფექტურ გზას!

დღევანდელი ცხოვრებით და ტემპით იმდენად დაკავებული ვართ, რომ ბევრ უმნიშნელოვანეს ფაქტორს არ ვაქცევთ ყურადღებას, რაც საბოლოო ჯამში ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად.

 

დაფიქრებულხართ ოდესმე იმ არსებებზე, რომლებიც თქვენს ლოგინში ცხოვრობენ? იცით რომ არასდროს მარტო არ გძინავთ?

თუ თქვენ იმ ადამიანებს განეკუთვნებით, ვისაც ჯერ არ გაუცნობიერებია ლოგინის მაცხოვრებლების მიერ მოყენებული ზიანის სერიოზულობა, გირჩევთ ეს სტატია წაიკითხოთ და შემდეგ აუცილებლად სხვებსაც გაუზიაროთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენი გაციება, ვირუსი, ალერგიები თუ სხვა ბევრად სერიოზული დაავადებები სწორედ ლოგინის პარაზიტი მაცხოვრებლების გამოწვეულია.

 

ლოგინის მაცხოვრებელი ტკიპების შესახებ და მათ მიერ გამოწვეული სიმპტომები

იცით, რომ გარკვეული რაოდენობის მტვერში 2000 ტკიპამდე შეიძლება ბინადრობდეს? და მათი რაოდენობა ზამთრის მოსვლასთან ერთად მხოლოდ იზრდება!

მატრასის გამოცვლა არ არის გამოსავალი, რადგან სინამდვილეში ჩვენი პარაზიტი ბინადრებისგან მხოლოდ ჰიგიენის წესების დაცვა თუ გვიშველის.

 

ლოგინის პარაზიტების გამოწვეული სიმპტომები:

  • მრავალჯერადი ცემინება
  • პერმანენტული სურდო
  • ქრონიკული ალერგიები
  • ძილის პრობლემები (ხვრინვა)
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა
  • თავის ტკივილები
  • კანის გაღიზიანება, გამონაყარი, ეგზემა, გაფითრებული კანი.

თუ ეს სიმპტომები გქონდათ ან გქონიათ და არ გაგაჩნდათ პასუხი თუ რა იწვევდა მათ, ახლა აუცილებლად გეცოდინებათ. თუ გსურთ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან გაწმინდოთ თქვენი ლოგინი, ყველაზე ეფექტურ საშუალებათ სოდას გთავაზობთ!

 

გამოყენების მეთოდი:

  • ხალიჩების და მატრასების გასაწმენდად დაგჭრდებათ 2 სუფრის კოვზი სოდა, 3 პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი) და პულვერიზატორიანი ბოთლი. შეურიეთ სოდა წყალბადის ზეჟანგს და შემდეგ მთელ მატრასზე ან ხალიჩაზე მოაფრქვიეთ პულვერიზატორიანი ბოთლით. დაახლ. 15 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით გადაიარეთ მთელ ზედაპირზე. გაიმეორეთ ეს მეთოდი ყოველ კვირას და თქვენი ლოგინიდან მსგავსი პარაზიტები სამუდამოდ გაქრებიან.

 

გაუზიარეთ სხვებსაც.