იცოდით რატომ არის რეგულარული სექსი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი? გაეცანით მეცნიერების კვლევების შედეგებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგაზმი არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტუიმულატორია და ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს!

მრავალი გამოკვლევის შედეგების თანახმად, ორგაზმი აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხელს უწყობს გულის და ფილტვების მუშაობას და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.
სექსის პოზიტიურ ზემოქმედებასა და ჯანმრთელობისთვის მის მნიშვნელობაზე ბრიტანული გამოცემა Daly Mail დეტალურ ინფორმაციას გვთავაზობს:

დღეში ერთი ორგაზმი ექიმთან ვიზიტს ცვლის

ეს დასკვნა ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციაა. მათი რჩევით იდაელურია თუ ადამიანი დღეში ერთხელ მაინც დაკავდება სექსით ან თვითდაკმაყოფილების გზით მიაღწევს ორგაზმს. ამით საგრძნობლად უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ორგაზმი ახდენს ტვინის მოქმედების სტიმულირებას

მრავალი ექსპერიმენტის მანძილზე ხდებოდა მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის გამოყენებით მოხალისეებზე დაკვირვება. კვლევებმა აჩვენა, რომ სექსობრივი აქტისას მიღებული სიამოვნებისას ტვინი მოქმედებაში რთავს იმ ნაწილებსაც კი, რომელსაც სხვა შემთხვევებში არ ვიყენებთ. ეს კი მის სტიმულირებას და უკეთესად მოქმედებას უწყობს ხელს.

კოკაინის ეფექტი

ნეირობიოლოგის დევიდ ლინდენის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, სექსზე დამოკიდებულებას, აქტის დროს გამოყოფილი ჰორმონი დოფამინი იწვევს, რაც ანალოგიურად მხოლოდ კოკაინის გამოყენებისას გამოიყოფა.

«სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება სექსზე დამოკიდებულება, ისევე როგორც კოკაინის მიღების შემთხვევაში», – ამბობს მეცნიერი.

სიყვარული ორგაზმის შემდეგ

ამის გარდა, დევიდ ლინდენი ამტკიცებს, რომ სწორედ ორგაზმი იწვევს სიყვარულის გრძნობას ადამიანებში. სიამოვნების მწვერვალზე ყოფნისას გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელსაც “სიყვარულის ჰორმონსაც” უწოდებენ. ოქსიტოცინი თანაბრად ძლიერ გავლენას ახდენს ორივე სქესზე. მეცნიერის ექსპერიმენტი ასევე ამტკიდებს, რომ თუ ადამიანი უბრალოდ სპრეის სახით მიიღებს ხსენებულ ჰორმონს, ის ბევრად მოსიყვარულე ხდება.

საუკეთესო ანტიდეპრესანტი

ორგაზმს შესწევს ძალა დეპრესიის ნეგატიური გავლენა შეამციროს და ადამიანს მასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ენდორფინების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების კოქტეილის წყალობით, რომელიც ორგაზმისას სისხლში ხვდება, ადამიანი დამამშვიდებელ ეფექტს იღებს და ნერვული სტრესის ფონი კლებულობს. ბრიტანელი მეცნიერები მაღალწნევიან ადამიანებს ხშირ სექსს ურჩევენ, რის შედეგადაც წნევა რეგულირდება და სტრესის ფონიც იკლებს.

ორგაზმი უძილობის წამალი

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სექსის შემდეგ ადამიანს უკეთესად სძინავს, ამიტომ მეცნიერები ძლის წინ სწორედ სექსს გვირჩევენ.

ორგაზმი აძლიერებს იმუნურ სისტემას

შვეიცარელმა იმუნოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ორგაზმი იმუნურ სისტემას აძლიერებს. სექსის შემდეგ ორგანიზმში ფაგოციტების რაოდენობა ერთნახევარჯერ იზრდება, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასევე დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანს მინიმუმ კვირაში 2-3 ჯერ აქვს სქესობრივი აქტი, ორგანიზმში გამომუშავდება 29%-ით მეტი იმუნოგლობულინ A, რომელიც ვირუსულ ინფექციებს ებრძვის. სწორედ ამიტომ ურჩევენ მეცნიერები ადამიანებს კვირაში მინიმუმ ორჯერ დაკავდნენ სექსით.

ჯანმრთელი და ლამაზი კანი

რეგულარული სექსი გაახალგაზრდავების უმთავრესი კომპონენტია. ბრიტანელი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგის, მერვინ პატერსონის კვლევა-ექსპერიმენტებმა, რომელშიც მონაწილეობას ქალბატონები ღებულობდნენ, აჩვენა, რომ მათი 75% თავს ბევრად უკეთესად სწორედ იმ მრავალი ორგაზმის შემდეგ გრძნობს, რომელიც მათ ექსპერიმენტის მანძილზე გამოსცადეს.

«ორგაზმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს სისხლის მოძრაობას და ალამაზებს კანს, რის გამოც თავს ადამიანები ბევრად მხნედ და ახალგაზრდად გრძნობენ», – ამბობს ექიმი პატერსონი. ორგაზმის შემდეგ ორგანიზმში დეჰიდროეპიანდროსტერონის გამოყოფა ხდება, რასაც სხვანაირად “ახალგაზრდობის ჰორმონი” ეწოდება.

სექსი თავის ტკივილის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა

G წერტილის აღმომჩენმა ცნობილმა ამერიკელმა სექსოლოგმა ბევერლი უიპლმა, გასული საუკუნის 70-იან წლებში მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ამ მოვლენას. მისი აზრით სექსი თავის ტკივილის გაყუჩების საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. ექსპერიმენტში 83 ქალბატონი მონაწილეობდა. ყველა მათგანი შაკიკის ძლიერი ტკივილებისგან იტანჯებოდა. კვლევებმა აჩვენა, რომ მონაწილეთა ნახევარზე მეტი, ორგაზმის შემდეგ სიტუაციის გაუმჯობესებას განიცდიდა და ტკივილები საგრძნობლად მცირდებოდა

სექსი ადამიანს კარგ ხასიათზე და განწყობაზე აყენებს

დილის სექსს კარგი განწყობა მოაქვს. ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და ყავაზე უკეთესი გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს. საერთო ჯამში ორგაზმი დადებით გავლენას ახდენს ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე, სისხლში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები, რაც ადამიანის კარგ განწყობაზე ყოფნას იწვევს.

ეცადეთ გქონდეთ რეგულარული და კარგი სექსი, რადგან როგორც ხედავთ, მას მხოლოდ დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე. გააზიარეთ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მისი სასარგებლო გავლენის შესახებ.