იცოდით ბუნების ამ საოცრების შესახებ? ის საქართველოში მდებარეობს!!!

ეს არის დედამიწის სხვადასხვა წერტილში არსებული რამდენიმე ბუნებრივი საოცრება – მსოფლიოს ულამაზესი და უდიდესი მღვიმეები. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი ყველაზე ღრმა მღვიმე, საქართველოს ტერიტორიაზეა.

 

 კრისტალების მღვიმე (Cueva de los Cristales), მექსიკა

კრისტალების მღვიმე, 2000 წელს მეშახტე ძმებმა სანჩესებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც კომპლექსში ახალი გამოქვაბულები გაჰყავდათ.  მღვიმე 300 მეტრის სიღრმეზეა და მექსიკის შტატ ჩიუაუაში მდებარეობს. მასში ნაპოვნი ყველაზე დიდი, 55 ტონიანი კრისტალი 11 მ სიგრძის და 4 მ სისქის არის. მღვიმეში პლუს 58 გრადუსი ტემპერატურა და 90-100% ტენიანობაა. ამ პირობების გამო, კრისტალების მღვიმეში, სპეციალური აღჭურვილობითაც კი მხოლოდ 30 წუთით შეიძლება გაჩერება.

 

ვაიტომო გლოუვორმ  (Waitomo Glowworm), ახალი ზელანდია


ვაიტომოს მღვიმე – ბუნების შედევრი, რომელიც მრავალი მილიონი წელი ყალიბდებოდა და საბოლოოდ პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესადგილად იქცა. მრავალი ასეული საუკუნის მანძლზე ეს ტერიტორია ოკეანით იყო დაფარული, რამაც 150 მღვიმე წარმოშვა. ყველაზე ცნობილი მათ შორის გლოუვორმის სახელწოდებითაა ცნობილი. გლოუვორმში ბინადრობს საოცარი არსება – Arachnocampa luminosa – ციცინათელა, რომელიც ნათებით, სპეციალურად მოქსოვილ ქსელში გასაბმელად სხვადასხვა სახეობის მწერებს იზიდავს. ბუნების ეს საოცარი მოვლენა კი ულამაზეს სანახაობას ქმნის.

 

 

მუტნოვსკის რაიონის ყინულის გამოქვაბულები, რუსეთი

მცირე ზომის, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი მღვიმე, როემლიც რუსეთში, მუტნოვსკის ვულკანის ფერდობზე მდებარეობს.

 

ფინგელის გამოქვაბულები, შოტლანდია

ცნობილი მღვიმე ფინგელი, როემლიც კუნძლ სტაფფაზე (ჰებრიდის კუნძლების ჯგუფი, შოტლანდია) მდებარეობს. კედლები ექვსკუთხა ბაზალტის კოლონებისგან შედგება, რომლებიც 69 მეტრის სიღრმემდე ჩადის და წყლის დონიდან 20 მეტრის სიმაღლის არის. სამი საუკუნის მანძილზე, ფინგელი მრავალი მხატვრის, მწერლის და მუსიკოსის საყვარელი ადგილი იყო.

 

 

 ლერწმის ფლეიტის მღვიმე, ჩინეთი

Reed Flute, ლერწმის ფლეიტის მღვიმე, იგივე Ludi Yan –  ბუნების საოცარი ქმნილება ჩინეთის ქალაქ გუილინში. მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული ჯიშის ლერწამი ხარობს, რომლისგანაც ჩინეთის საუკეთესო ფლეიტები მზადდებოდა. ამის გამო მღვიმეს ეს ულამაზესი სახელი ეწოდა.

 

 

კრუბერის მღვიმე, საქართველო (აფხაზეთი)

კრუბერას მღვიმე, იგივე ვორონია – რომელიც 2001 წელს დედამიწის ყველაზე ღრმა მღვიმედ დასახელდა. სახელი მას რუსი მკვლევარის ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა. ეს უღრმესი კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს გალერეები და ვიწრო გადასასვლელები. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000 მეტრია, ზოგისაც – მეტი. პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე.