თბილი ბოსტნეულის სალათა

თბილი ბოსტნეულის სალათა არის კერძი, რომელიც ახდენს ჩვენი განწყობების ჰარმონიზებას ცივ და მოღრუბლულ ამინდებში. უმეტესად, ეს არის მოტკბო, რბილი ნაყოფი: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ნიახური… ეს არის გამომცხვარი ბოსტნეულის არომატული სალათის თითქმის სრული შემადგენლობა. მის რეცეპტს დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ.

ეს კერძი ღირსია იყოს ნებისმიერი რესტორნისა თუ კაფის სეზონურ მენიუში. მიჰყევით რეცეპტს:

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ჭარხალი
  • 4 ცალი სტაფილო
  • 0,25 ნიახურის ძირი
  • 40 გ რუკოლა
  • 50 გ ყველი ფეტა
  • 25 გ კაკალი
  • 0,5 სუფრის კოვზი თაფლი
  • 4 სუფრის კოვზი ზეთი
  • ერთი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
  • ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • პიტნა – გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, რადგან ბოსტნეულის მომზადებას წუთები სჭირდება.
  2. დაჭერით ბოსტნეული, დაალაგეთ საცხობზე, მოასხით თავიდან ლიმონის წვენი, შემდეგ ზეთი და შედგით ღუმელში 40 წუთით. ამ დროის მანძილზე ბოსტნეული 2-3ჯერ გადააბრუნეთ.
  3. სანამ ბოსტნეული ცხვება, აურიეთ ერთმანეთში ძმარი, თაფლი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
  4. ამოალაგეთ ბოსტნეული და აურიეთ ისინი რუკოლასთან ერთად. მოასხით ნარევს ძმრიანი საწებელი, შემდეგ ისევ აურიეთ. ბოლოს მოაყარეთ დანამცეცებული ყველი ფეტა, პიტნა და ნიგოზი.

სალათას გემო გამოდის ძალიან სასიამოვნო და არაბანალური. გამომცხვარი ბოსტნეული ყველას რაციონში უნდა იყოს. ასევე ეს რეცეპტი უნივერსალურია ნებისმიერი მძიმე კერძის გარნირად. თუ თქვენ გსურთ სალათს მისცეთ საინტერესო შესახედაობა და უფრო მოტკბო გემო, სცადეთ სტაფილოსა და ჭარხლის მოშუშვა. ეს მხოლოდ გააძლიერებს სალათის არომატს.

თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!