“თავიდან იყო სიტყვა”… გერმანელი მეცნიერის კვლევა სიტყვის გამანადგურებელ ძალაზე.

გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პოზეშკიანმა, პირველმა აღმოაჩინა სიტყვები, რომლებიც სხეულს სხვადასხვა ავადმყოფობაზე აპროგრამებენ. დროთა განმავლობაში მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ეს გამანადგურებელი სიტყვები ყველა ჩვენგანის ლექსიკონშია. ხვდებით? ადამიანებს ლექსიკონში გააჩნიათ ავადმყოფობის გამომწვევი სიტყვები, რითაც ჯანმრთელობას ინადგურებენ და ამის შესახებ არაფერი იციან!

რომელი სიტყვათა კომბიანციებია დამანგრეველი?

  • გასკდა ჩემი მოთმინება.
  • თავს ვიმტვრევ
  • შიგნიდან რაღაც მღრღნის
  • ჰაერი შემიზღუდეს
  • ვერ ვინელებ (რაღაც ფაქტს)
  • მთელი ენერგია გამომწოვეს
  • სისხლი გამიშრეს
  • გულისრევამდე მომბეზრდა
  • გული მტკივა (რამეზე ან ვინმეზე)
  • ყელშია ამოსული
  • სიკვდილის პირას მიმიყვანეს

და კიდევ ბევრი სხვა.

გერმანელი მეცნიერის კვლევების თანახმად მაღლა მოყვანილი და კიდევ ბევრი სხვა მაგალითის ხშირი გამეორება ადამიანში სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. ნერვული ანორექსია, ოსტეოქონდროზი, კიბო, წყლული, უროლოგიური დაავადებები, ასთმა, სისხლის დაავადებები, ინფარქტი, ჰიპერტონია, თვალების დაავადებები, დეპრესია….ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც პოზეშკიანის კვლევების და დასკვნის თანახმად შესაძლოა ადმაიანმა მოიზიდოს, რადგან როგორც მოგახსენებთ ვფლობთ დამანგრეველ იარაღს, რომელსაც   ს ი ტ ყ ვ ა  ეწოდება.

ფრაზა “თავიდან იყო სიტყვა” სწორედ სიტყვის ძალაზე, მის უნივერსალურ და ძლიერ ენერგიაზე მიგვითითებს. უბრალოდ ამ ყველაფრის გაცნობიერებაა საჭირო!

არ აქვს მნნიშნელობა ამ “იარაღს” საკუთარი თავის თუ სხვების იმართ იყენებთ.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად გავრცელებული  წ ყ ე ვ ლ ა  სწორედ ამ კატეგორიიდან არის. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, წყევლა დღესაც კი გავრცელებულია ხალხში და სამწუხაროდ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს თუ რამხელა ძალას ფლობს სიტყვა და რა მასშტაბების ზიანი შეიძლება მივაყენოთ ადამიანს წყევლით. ამიტომ მოუფრთხილდით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს და გახსოვდეთ, რომ სიტყვა არამარტო დამანგრეველ არამედ მის საპირისპირო ძალასაც ფლობს, რადგან ის უნივერსალური ენერგიაა და მნიშვნელოვანია თუ რა სახის ენერგიით და განწყობით წარვმართავთ მას ადამიანებისკენ. იყავით პოზიტიური, ნუ გამოიყენებთ გაუცნობიერებლად სხვადასხვა დამანგრეველ ფრაზას საკუთარი თავის ან ახლობელების მიმართ და სიტყვის ნეგატიური ზემოქმედებაც გაქრება.