ვერც წარმოიდგენდით როგორი ეფექტური ნიღაბი მზადდება ამ ინგრედიენტისგან. აჩერებს ნაოჭების წარმოქმნას და კანი ბევრად ჯანმრთელად გამოიყურება.

რაც ამ ნიღაბის შესახებ გავიგე, სხვას აღარ ვიყენებ და სახის კანს ნებრად ჯანსაღი იერი მიეცა. გამოიყენეთ მხოლოდ კვირაში ერთხელ და ძალიან მალე საოცარ ეფექტს მიიღებთ. საუბარია ბრინჯის ნიღაბზე. ბრინჯში შემავალი ნივთიერებები გამოიმუშავებს კოლაგენს, რაც ანელებს ნაოჭების წარმოქმნას და მზისგან გვიცავს.

რაც ამ ნიღაბს ვიყენებ, მივხვდი რომ ბრინჯს სასწაულები შეუძლია.

რეცეპტი

  • 3 სუფრის კოვზი ბრინჯი
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სურფის კოვზი თაფლი

 

მოხარშეთ ბრინჯი და გაწურეთ დარჩენილი წყლისგან. წყალი შეინახეთ. ფაფაში დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი რძე და გამთბარი თაფლი. წაისვით მიღებული ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. დაიტოვეთ სახეზე მთლიანად გაშრობამდე. შემდეგ კი მოიბანეთ წყლით, რომელიც ბრინჯის ხარშვის შემდეგ დაგრჩათ.

 

უმარტივესი, მაგრამ სასწაულად ეფექტური მეთოდი, რომელიც მალე გაგაოცებთ!

 

გაუზიარეთ სხვებსაც.