ექიმებმა ის მიზეზები დაასახელეს, რის გამოც ბევრი ვერ ახერხებს ჭარბი წონის მოცილებას

  • ძალიან ბევრი ცილა – ცილა აუცილებელია, მაგრამ მისი დიდი რაოდენობა ზედმეტ კალორიებს წარმოქმნის, რაც ცხიმად გარდაიქმნება. დიეტის დროს ეცადეთ არ გაზარდოთ ცილების რაოდენობა.
  • მცირე რაოდენობის ბოსტნეული – მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეულის მარგებელი თვისებების შესახებ ყველასთვის ცნობილია, ხშირ შემთხვევაში არ ხდება მათი საკმარისი რაოდენობით გამოყენება. ბოსტნეულში ხომ ყველაზე ცოტა კალორიაა. ეცადეთ ნებისმიერ კერძთან, ერთი სახეობის ბოსტნეული მაინც გამოიყენოთ.
  • წვენი საუზმესთან – წვენი სასარგებლოა, მაგრამ მასში შაქარია, რაც ინსულინის გამომუშავებას და მადის მომატებას უწყობს ხელს. სჯობს საუზმეზე შვრიის ფაფა ან მოხარშული კვერცხი გამოიყენოთ.
  • არასაკმარისი ძილი – ცოტა ძილი ყველაზე მეტად უშლის ხელს ზედმეტი წონის მოცილებას. ეცადეთ დღე-ღამეში 7-8 საათი გეძინოთ.
  • ენერგიის ხარჯვის არასწორი შეფასება – ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს ჭამოს დაშვებულზე მეტი, შემდეგ კი ამის კომპენსირებას მოძრაობით და ვარჯიშით ახდენს. მათი აზრით ვარჯიშიშას თუ დიდი ენერგია დახარჯეს, შეუძლიათ საკვების დოზას გადაამეტონ კიდეც. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. ნაყინის შეჭმისას, მიღებული კალორიების დახარჯვისთვის თქვენ დაგჭირდებათ 30 წუთიანი ვარჯიში.
  • დღის მანძილზე არასაკმარისი აქტიურობა – მხოლოდ დიეტა ვერ გიხსნით თუ დღის უმეტეს დროს დივანზე ან მონიტორის წინ ატარებთ. იყავით აქტიური, იმოძრავეთ ბევრი, ისეირნეთ, ივარჯიშეთ, გქონდეთ აქტიური სექსუალური ცხოვრება.
  • ვარჯიშისას ერთნაირი დატვირთვა – ორგანიზმი ძალიან მალე ადაპტირდება სხვადასხვა სახის დატვირთვებზე. ამიტომ ცვალეთ დატვირთვის სახე და სიხშირე.
  • საკუთარი თავის შეცოდება და სიზარმაცე – ბევრი ადამიანი თავს ზოგავს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი დაისვენოს. ამიტომ ხშირად სიზარმაცის გამო არ ვარჯიშობენ. ზედმეტი წონის მოსაშორებლად საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა უნდა გააქროთ, რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ და იყოთ აქტიური.