ეს საჭმელი დიდი ხანი სასარგებლო ეგონათ, მაგრამ მისი ნეგატიური მხარეებიც აღმოაჩინეს

შვრიის ფაფა ძალიან დიდი ხანი ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საუზმე. ჯანსაღი კვების ყველა მომხრე, კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად გვირჩევდა საუზმეზე შვრიის ფაფა მიგვეღო. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ყოველდღიურმა გამოყენებამ, შესაძლოა ნეგატიური ეფექტიც მოახდინოს.

პირველ რიგში ეს იმ ქარხნულ პროდუქტს ეხება, რომელსაც უხვად ვხვდებით სუპერმარკეტებში. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე სასარგებლო, შვრიის მთლიანი მარცვლების ფაფაა. ასე მზადდება კლასიკური ბრიტანული შვრიის ფაფა. შვრიის დიდი ნაწილი, რომელსაც სუპერმარკეტებში ვხვდებით შეიცავს დიდი რაოდენობის ნახშირწყლებს, რაც წონაში მატებას უწყობს ხელს. ამის თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგები გვირჩევენ შვრიის ფაფა მივიღოთ კვირაში მაქსიმუმ სამჯერ.

ამის პარალელურად შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც ძვლებიდან კალცს გამორეცხავს. შვრიის დიდი რაოდენობით ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანი ოსტეოპოროზამდე მიიყვანოს. ამიტომ აუცილებელია ამ პროდუქტთან მიმართებაში ზომიერება დავიცვათ და არ მივირთვათ ყოველ დღე.