ეს კიბოს გამომწვევი პროდუქტი გერმანიამ უკვე აკრძალა

2018 წლის 7  ივნისს, ყველასთვის ცნობილმა გერმანულმა ფარმა კომპანიამ “ბაიერმა” (Bayer), რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად გამოჰყავს მცენარიული თესლი და აწარმოებს სასოფლო სამეურნეო მცენარეულის დამცავ ქიმიკატებს,  “ჩაყლაპა” ამერიკული ტრანსნაციონალური მონსტრი კომანია “მონსანტო” (Monsanto). “მონსანტო” აწარმოებდა გერბიციდებსა და გენ მოდიფიცირებულ მცენარეულს, მაგრამ ამ კომპანიის სახელი ფართო მასებისთვის პირველად მაშინ გამოჩნდა , როდესაც მას ვიეტნამის ომის პერიოდში ასობით ათასი ადგილობრივი მოსახლის მოსაწამლად წარმოებული შხამის გაყიდვა დაედო ბრალად, შემდეგ იყო კიდევ არაერთი სასამართლო პროცესი და საბოლოოდ რამდენიმე ასეული მილიონით დაზარალებული კომპანია, გერმანულმა “ბაიერმა” 56 მილიარდ დოლარად შეისყიდა.

“მონსანტოს” ყველაზე ცობილ პროდუქტს გლიფოსატი წარმოადგენდა, რომელიც 1970-იან წლებში გამოჩნდა ბაზარზე სახელწოდებით Round-up. გლიფოსატი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 2015 წელს ოფიციალურად სცნო კარცეროგენულ ნივთიერებად, ხოლო საბოლოოდ გლიფოსატმა 2018 წელს გაითქვა სახელი, როდესაც კიბოთი დაავადებულ ამერიკელ მებაღეს, დვეინ ჯონსონს კომპანიამ წაგებული პროცესის შემდეგ, ზარალის ანაზღაურების სახით, 289 მილიონი დოლარი გადაუხადა. საქმე იმაშია, რომ ჯონსონმა კომპანიას მას შემდეგ უჩივლა რაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო ამის მიზეზად მან პესტიციდების Round-up და RangerPro გამოყენება დაასახელა. ორივე მათგანი კომპანია “მონსანტოს” პროდუქტია. 2019 წელს კომპანიამ კვლავ წააგო სასამართლო პროცესი, ამჯერად Monsanto-Bayer-ის სახელით. მათ 70 წლის წყვილს 2 მილიარდის ოდენობის თანხა აუნაზღაურეს. მიზეზი კვლავ იგივე – სიმსივნის დიაგნოზი.

საქმე იმაშია, რომ გლიფოსატი ის ნივთიერებაა, რომლითაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისას მიწის დამუშავება ხდება. ტარას, რომელშც ეს ქიმიკატი ასხია, აწერია – გაანადგურეთ გამოყენების შემდეგ. ტერიტორიას სადაც გლიფოსატი იფრქვევა დიდი ხნით ახლოსაც აღარ ეკარება არც ერთი ცოცხალი არსება და ყველაფერი ეს ადამიანებისთვის განკუთვნილ საკვებში პომიდორში, კიტრში, ისპანახში სხვადასხვა ხილში, სალათებში და კიდევ მრავალ მცენარეში ხვდება.

ძალიან რთულია დღევანდელ დღეს სწორად შეირჩეს ჯანმრთელი საკვები პროდუქტი, რადგან სუპერ მარკეტებში განთავსებული ხილის და ბოსტნეულის დიდი პროცენტი სწორედ გლიფოსატით დამუშავებულ მიწაზეა მოყვანილი.

2019 წელიდან გლიფოსატი არალეგალური ნივთიერებების სიაში მოხვდა, რის შემდეგაც ახალი ქიმიკატის შესაქმნელად კომპანია “ბაიერმა”, 5 მილიარდი ევრო გამოჰყო. გერმანია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც გლიფოსატის გამოყენება აკრძალა. სამწუხაროდ კანონი მხოლოდ 2023 წლიდან შევა ძალაში, რის შემდეგაც გერმანიის ტერიტორიაზე ამ ქიმიკატით დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რეალიზება აიკრძალება.

ეცადეთ არ შეიძინოთ ლამაზი და თითქმის იდეალური ფორმების მქონე პრიალა ხილ-ბოსტნეული სუპერმარკეტებში, რადგან დიდი ალბათობით სწორედ ხსენებული ქიმიკატებით დამუშავებულ საკვებთან გექნებათ საქმე. თუ გაქვთ საშუალება შეიძინეთ შედარებით ნატურალური და სუფთა პროდუქტი, რითაც თავიდან აიცილებთ მავნე ქიმიკატების ორგანიზმში მოხვედრას.

გააზიარეთ ეს სტატია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს მისი წაკითხვა.