ეს ის სასმელია, რომელიც მეცნიერების კვლევის თანახმად ტვინის აქტიურობას აუმოჯობესებს

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების თანახმად, ჩაი აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას და ხელს უწყობს მის ჯანსაღად განვითარებას. ექსპერიმენტი 36 ადამიანზე ჩაატარეს. ყველა მათგანი 60 წელს გადაცილებული იყო. მეცნიერებმა ადამიანები ორ ჯგუფად გაყვეს – ისინი ვინც ჩაის სისტემატურად იყენებენ და ისინი, ვინც მას ან არ იყენებენ ან იშვიათად სვამენ. პირველ ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაის კვირაში მინიმუმ ოთხჯერ მიირთმევენ. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ტვინის აქტიურობა ბევრად პროდუქტიულია, ვიდრე მეორე ჯგუფში შემავალი წევრების.

მწვანე ჩაის ასევე აქვს შესანიშნავი თვისება – ის წმენდს ორგანიზმს და ეხმარება მას ცხიმების წვაში, რაც იდეალურია ნებისმიერი სახის დიეტისთვის.