
გოჯი ბერის, იგივე “წითელ ალმასად” წოდებულ გოჯის კენკრას, უძველესი ჩინური ლეგენდის თანახმად ადამიანის გაახალგაზრდავების სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ლეგენდის მიხედვით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს ლი ცინიუნი ერქვა და 256 წელიწადს იცოცხლა. ლი ცინიუნის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მცენარე იყო, რომლის ნაყოფსაც იგი ყოველდღე ჭამდა.
დაახლოებით 5000 წელია რაც გოჯის კენკრა ჩინეთის პროვინცია ნინსა-ჰუეიში მოჰყავთ და სულ რაღაც 10 წალიწადია რაც ამ მცენარის მიმართ ინტერესი აშშ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც გაჩნდა.
გოჯის მეტად არაჩვეულებრივი შემადგენლობა გააჩნია. მასში შედის – 21 მინერალი, 6 მონოსაქარიდი, 6 კაროტინიადი, 6 კაროტინიადი, ბეტაკაროტინი, ვიტამინები В, Е, С, 18 ამინომჟავა, რომელიც არ არის მცენარეულ საკვებში, 5 ცხიმოვანი მჟავა, სელენიუმი, გერმანიუმი, რომლებიც პირდაპირ ებრძვის ავთვისებიან სიმსივნეს და ფიზალინი – ლეიკემიასთან მებრძოლი უძლიერესი ანტიკანცეროგენი.
100 გრამ გოჯის კენკრაში 148 მგ მხოლოდ C ვიტამინია! შედარებისთვის – ლიმონში ეს მაჩვენებელი 53 მილიგრამია. ნაყოფი ტკბილია. გოჯი აძლიერებს ადამიანის ორგანიზმის მთლიან სისტემას. საუკეთესო საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად!
ყურადღება! გოჯი ბერის ჭამა დაუშვებელია ორსული ქალებისთვის და ახალგაზრდა დედებისთვის ბუნებრივი კვების პერიოდში!
ასევე, გადამეტებულ დოზას შეუძლია გამოიწვიოს მუცლის შებერილობა და დიარეა. ასევე არ არის სასურველი ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები აწუხებთ. თუ ღებულობთ რაიმე წამალს (განსაკუთრებით ჰიპერტონიკულ პრეპარატებს), გოჯის მხოლოდ გვერდითი მოვლენების გაძლიერება შეუძლია, ამიტომ ერიდეთ მას ჰიპერტონიკული დაავადებებისას.
ძალიან სასარგებლოა გოჯის ჩირი, თუმცა მის ნედლ ნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევენ. გოჯის დღიური ნორმა 1 სუფრის კოვზია. სხვათა შორის, ცნობილი გოჯის კრემის საფუძველი სწორედ გოჯის კენკრაა.
ზემოთ ჩამოთვლილის პარალელურად, გოჯი ბერის შეუძლია – მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობის რეგულირება, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად, ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის და ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
გოჯის დღიური ნორმა შეადგენს 1 სუფრის კოვზს!
გოჯის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება. აიღეთ გოჯის მშრალი ნაყოფი 1 სუფრის კოვზი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ნაყოფი აუცილებლად შეჭამეთ.
გაუზიარეთ სტატია ამ სასწაულმოქმედი კენკრის შესახებ სხვებსაც.