ბანანის ოლადები

ოლადები – უნივერსალური რამ არის. მისი გაკეთება ნემისმიერი პროდუქტისგან შეიძლება: კარტოფილი, ყაბაყი, ლობიო, ვაშლი, მსხალი… როგორც წესი, ოლადები სუფრასთან მიაქვთ სოუსით.

დიასახლისებს უყვართ ეს კერძი სწრაფი და მარტივი მომზადების წესის გამო. ეს მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია, მთელი ოჯახის კარგად დასანაყრებლად. ჩვენ გთავაზობთ ბანანიანი ოლადების რეცეპტს. ის გამოდის ძალიან ნაზი, ფუმფულა და არომატული. მის მოსამზადებლად, სჯობს, რომ გამოიყენოთ ტკბილი და მწიფე ბანანი.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ბანანი
  • სამი სუფრის კოვზი ფქვილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • ერთი ჩაის კოვზი შაქარი
  • 50 გრამი ნაყინი
  • ერთი სუფრის კოვზი შედედებული რძე
  • ერთი სუფრის კოვზი შოკოლადის სეროფი
  • 0,25 ჭიქა ზეთი

მომზადება

  1. გაფცქვენით ბანანი, ჩაჭყლიტეთ ჩანგლით პიურეს მსგავსად.
  2. დაამატეთ ფქვილი, სოდა, მარილი და შაქარი. აურიეთ კარგად.
  3. გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაში. აიღეთ სუფრის კოვზით ბანანიანი ცომი და ჩააგდეთ ადუღებულ ზეთში.
  4. შეწვით ბანანის ოლადები ოქროსფერ-ყავისფრამდე. მზა ოლადები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
  5. მიიტანეთ გემრიელი ოლადები სუფრასთან და გვერდით შეგიძლიათ დაუდოთ ვანილის ნაყინი. მოასხით შოკოლადის სეროფი და შედედებული რძე.

ნახეთ მოკლე ვიდეო:

ბანანიანი ოლადები შესანიშნავი ვარიანტია საუზმისთვის და ასევე არაჩვეულებრივი დესერტია შინაურული ჩაის მირთმევისას. არ დაგავიწყდეთ გემრიელი რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!