არასდროს იყიდოთ ყველი, რომელსაც შეფუთვაზე აი ეს აწერია!!! ასეთი ყველი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მრავალ დაავადებას იწვევს!

დღევანდელფართო ასორტიმენტში, რომელიც სუპერმარკეტებში გვხვდება, რთულია დაზუსტებით ვიცოდეთ რომელია კარგი ხარისხის გემრიელი ყველი, რადგან ეს პროდუქტი არამარტო გემოს დამახასიათებელი ნიშნებით, არამედ შემადგენლობითაც რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. წარმოების ფასის დაგდების მიზნით, ქარხნები ყველს მცენარეული ზეთით ამზადებენ, რამაც შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

როგორ გავარჩიოთ ყველის პროდუქტი ნამდვილი ყველისგან?

მოდით თავიდან გავერკვეთ თუ რა განსხვავებაა ამ ორში – ყველი და ყველის პროდუქტი. 

განსხვავება მხოლოდ ინგრედიენტებშია. პროდუქტი, რომელსაც “ყველს” ვუწოდებთ, შეიცავს რძეს, შედედებისთვის აუცილებელ ფერმენტს ან მის ხელოვნურ შემცვლელს, საფუარს, მარილს და კალციუმის ქლორიდს. ყველაფერი ეს ძალიან მარტივად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, რის გამოც ყველს სასარგებლო პროდუქტი ეწოდება.

“ყველის პროდუქტი” კი ამ თვისებებს არ ფლობს და მხოლოდ გარეგნობით და გემოთი წააგავს ნამდვილ ყველს, რეალობაში კი სულ სხვა რამ არის. ნამდვილი რძე მასში მხოლოდ 20 პროცენტია, სხვა დანარჩენი კი ცხიმები და ცილებია (ამ ცილებს რძესთან არაფერი აქვს საერთო). როგორც წესი მწარმოებლები ასეთ პროდუქციაში იაფიან და უხარისხო ქოქოსის ან პალმის ზეთს იყენებენ.

თითქოს არაფერი საგანგაშო, მცენარეული ზეთები რომ არ ვნებს ორგანიზმს?! – გააჩნია მცენარეულ ზეთებს! ამ შემთხვევაში, პალმის ზეთში შემავალი ცხიმები ნამდვილად მავნებელია ორგანიზმისთვის! ეს ცხიმები იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ქოლეცისტიტს, წონაში მატებას, ათეროსკლეროზს, თრომბს და აშ.

 

როგორ გავარჩიოთ ყველის პროდუქტი და ნამდვილი ყველი ერთმანეთისგან?

 

  • წაიკითხეთ შეფუთვაზე აღწერილი ინგრედიენტები. მცენარეული ზეთები ნამდვილ ყველში არ არის!
  • დააკვირდით ფასს. მცენარეული ზეთი ძალიან იაფია, ამიტომ ეწ. ყველის პროდუქტიც შესაბამისად იაფია ვიდრე ნამდვილი ყველი.
  • იმ შემთხვევაში თუ ყველი შეფუთვის გარეშე იყიდება, შეუძლებელია გაარკვიოთ ნამდვილ პროდუქტთან გაქვთ საქმე თუ ფალსიფიცირებულთან. მაგრამ ზოგიერთი სახის პროდუქტის შემთხვევაში, მაინც არის ერთი მეთოდი – თითით დაჭერისას, ყველიდან არ გამოდის სითხე, ხოლო ყველის პროდუქტიდან – კი, რადგან მასში მცენარეული ცხიმებია.
  • ფერი უნდა იყოს რეალური. ძალიან ყვითელი ყველი ხელოვნური საღებავებით არის მიღებული.

ხარისხიან ყველს აქვს თანაბარი ფორმები და სიმეტრიული ნახვრეტები. პარმეზანის შემთხვევაში დააკვირდით ფასს და მწარმოებლის რეპუტაციას.

 

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სტატია სხვებსაც. ნუ მოტყუვდებით და ნუ იყიდით ყველის პროდუქტს, რომელიც მცენარეული ზეთების შემადგენლობის გამო, ნამდვილად მავნებელია ორგანიზმისთვის! სჯობს გადაიხადოთ ოდნავ მეტი და შეიძინოთ ნამდვილი პროდუქტი.