ამ საოცარი რეცეპტის წყალობით მხედველობა დავიბრუნე. გაკეთება ძალიან მარტივია, შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა!

ეს სასწაული საშუალება, არამარტო მხედველობას აღადგენს, არამედ ორგანიზმის იმუნიტეტსაც ამაგრებს. ეს არის ცნობილი ოფთალმოლოგის ვლადიმერ ფილატოვის რეცეპტი, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია.

 

ინგრედიენტები:

  • წვრილად დაფქვილი ნიგოზი – 500 გრ
  • თაფლი — 300 გრ
  • ლიმონი – 3-4 ცალი (გამოწურეთ წვენი)
  • ალოეს წვენი – 100 მლ

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ჩაის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიღება განაგრძეთ იქამდე, სანამ მხედველობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

 

სასარგებლო რჩევები:

  • ალოეს ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წელს
  • უკეთესია თუ დაბლა და შუაში მდებარე დიდ და სქელ ფოთლებს გამოიყენებთ. წვრილი ფოთლების გამოყენება არ ღირს.

მოწყვეტილ ფოთლებს მაშინვე ნუ გამოიყენებთ. კარგად გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ, გააშრეთ, ქაღალდის პაკეტში ჩადეთ და შეინახეთ 10-12 დღე. ამ პერიოდში მცენარე გამოიმუშავებს ბიოგენურ სტიმულატორებს, რომლებიც უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. 10-12 დღის შემდეგ, ფოთლებს კვლავ გადაავლეთ მდუღარე წყალი, მოაჭერით ეკლები, გამოაცალეთ შიგთავსი და გამოწურეთ წვენი.

 

აუცილებელი რეკომენდაცია

წამალს, რომლის შემადგენლობაშიც ალოეს წვენი შედის, ნუ გამოიყენებთ დიდი ხნის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა იჩინოს თავი. ნუ მიიღებთ ამ საშუალებას თუ გაწუხებთ თირკმელების ანთება, მომნელებელი სისტემის დაავადებები, მდედრობით სასქესო ორგანოსთან დაკავშირებული ანთებითი დაავადებები, გულის დაავადებები, გართულებული ტუბერკულიოზი. ასევე ნუ მიიღებთ მოცემულ წამალს ორსულობისას.