ამ რეცეპტით გამომცხვარი ჩებურეკი განსაკუთრებით ხრაშუნა, ჰაეროვანი და უგემრიელესია

უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი ჩებურეკისთვის პირველ რიგში ყველაზე მთავარი კარგად მოზელილი ცომია. ნუ დაინანებთ საუკეთესო ზეითუნის ზეთს, მაღალი ხარისხის კარაქს და ფქვილს – ეს ის საჭირო ინგრედიენტებია, რაც ჩებურეკს გემრიელს ხდის.

ცომის ინგრედიენტები

ფქვილი 1 კგ

წყალი 500 მლ

მცენარეული (სასურველია ზეითუნის) ზეთი 50 მლ

მარილი 1 ჩაის კოვზი

 

შიგთავსის ინგრედიენტები

მჭლე ხორცი 600 გრ

ხახვი 600 გრ

სალა 150-200 გრ

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესი

1. ფქვილში ავურიოთ მარილი და ზეითუნის ზეთი და დავასხათ 70 გრადუსამდე გამთბარი წყალი. მოზულეთ ცომი და ცოტა ხანს გადაახვიეთ, რომ არ გამოშრეს.

2. ხორცი გაწმინდეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებათ. ასევე დაჭერით ხახვი და ცოტა ხნით დაასხით მდუღარე წყალი, ეს პროცედურა ზედმეტ მძაფრ სუნს მოაცილებს. შემდეგ ხორცი და ხახვი მანქანაში გაატარეთ.

3. ფარშს მარილი და პილპილი მოაყარეთ. მოცემული რაოდენობის ხორცისთვის დაახლ. 1 სუფრის კოვზი მარილი და ორჯერ ნაკლები პილპილი დაგჭირდებათ.

4. დაამატეთ ფარშს სალა და კარგად აურიეთ.

5. მოცემული რაოდენობის ცომი დაახლოებით 24 ცალ ჩებურეკს ეყოფა. გაყავით ცომი შუაზე, ერთი ნაწილი კვლავ შეინახეთ, ხოლო მეორე 12 ნაწილად დაჭერით.

6. ყოველ ნაწილს მიეცით თანაბარი ფორმა და ზელვისას დაამატეთ ცოტაოდენი ფქვილი. შემდეგ გააბრტყელეთ.

7. ფარში ცომის მხოლოდ ერთ ნაწილზე დადეთ. 1 სუფრის კოვზი ფარში სრულიად საკმარისია. გადაკეცვისას არ დაგავიწყდეთ ოდნავ დააწვეთ ცომს, რათა ჩებურეკიდან ზედმეტი ჰაერი გამოიდევნოს.

8. ჩებურეკის შეწვის ოპტიმალური ტემპერატურა 200 გრადუსია. ამ დროს 1,5 – 2 წუთში უკვე მზად არის. შეწვით რაც შეიძლება მეტ ზეთში. შეწვის შემდეგ ცოტა ხნით მოათავსეთ ხელსაწმენდზე ან სამზარეულოსთვის განკუთვნილ რაიმე სხვა ქაღალდზე, რაც ზედმეტ ცხიმს მოაშორებს.

მივიღეთ უგემრიელესი, წვნიანი, ხრაშუნა და ჰაეროვანი ჩებურეკი, რომელიც სახლის პირობებში ყველაზე გემრიელია. გემრიელად მიირთვით!
გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.