ამ თეთრ შხამს ყოველ დღე ვჭამთ და ვიწამლებით. ის არც შაქარია და არც მარილი….

ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი ინგრედიენტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ნატრიუმის გლიუტამატია (E621) და ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. ძნელად თუ მოინახება რესტორანი, რომელიც ამ გემოს გამაძლიერებელ ინგრედიენტს არ იყენებს.

ნატრიუმის გლიუტამატი E621 თეთრი კრისტალური ფხვნილია, რომელიც ძალიან წააგავს მარილს ან შაქარს. ის ასევე გვხვდება თხევადი ფორმითაც. ამ ქიმიური ნაერთის გამოყენება იწვევს მადის მატებას, მეტის ჭამას და საბოლოოდ ჭარბ წონას.

ნატრიუმის გლიუტამატი ტვინის სტიმულირებას ზუსტად ისევე ახდენს როგორც ნარკოტიკი. ორგანიზმის მიერ ძალიან სწრაფად ხდება მისი სისხლში და ტვინში შეწოვა, რაც იწვევს იმ გენის ცვლილებებს, რომელიც გემოს აღქმაზეა პასუხისმგებელი.

E621 დანამატი გამოიყენება ყველა სოსისში, ძეხვში, ჩიფსებში, მზა სუპებში, კონსერვებში, ლუდში და ძალიან ბევრ სხვა პროდუქტში. E621 დასაშვები დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის 1,5 გრამია, ხოლო ბავშვებისთვის 0,5 გრამი.

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 200 000 ტონა ნატრიუმის გლიუტამატი გამოიყენება! 

“თეთრი შხამის” დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შემდეგი სიმპტომები ჩნდება: თავბრუს ხვევა, შაკიკი, მხედველობის პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი, გულის რევა, სისუსტე, ტკივილი მკერდის არეში და ბევრი სხვა. E621-ს გამოწვეული პრობლემები “ჩინური რესტორნის სინდრომის” სახელითაც არის ცნობილი.

ეს გემოს გამაძლიერებელი ქიმიკატი პირველად 1907 წელს იაპონელმა მეცნიერმა იკედა კიკუანემ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც საკვებში დამატებულმა ხსნარმა კონსერვებს და გაყინულ პროდუქტს ბევრად არომატული გემო მისცა. ამის შემდეგ, E621 უდიდესი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით აშშ-ს კვების პროდუქციაში, სადაც თითქმის აღარ არსებობს პროდუქტი ამ ნაერთის გარეშე.

გემოს გაძლიერების პარალელურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნატრიუმის გლიუტამატს მრავალი გვერდითი მოვლენა გააჩნია და მათ შორის ყველაზე მთავარი – საჭმელზე დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ ვხვდებით დიდი რაოდენობით ჩიფსებზე, კანფეტებზე, მზა საკვებზე და ბევრ სხვა მსგავს პროდუქტზე დამოკიდებულ ადამიანებს. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თაგვები, რომლებიც ნატრიუმის გლიუტამატით იკვებებოდნენ, დაბრმავდნენ.

მწარმოებლისთვის E621 ძალიან ხელსაყრელი და მომგებიანი პროდუქტია, რადგან ის საკვებზე დამოკიდებულებას და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით პროდუქციის რეალიზაციას იწვევს.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე გეცოდინებათ, რომ პროდუქტის ყიდვისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ შეფუთვაზე წარწერას:

E621 

და თუ ამ სიმბოლოს დაინახავთ, აუცილებლად მოერიდეთ “თეთრ შხამს”, რომლითაც იწამლება დღევანდელი კაცობრიობა!

გააზიარეთ ეს სტატია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოერიდოს ნატრიუმის გლიუტამატის დიდ დოზას.